სახელმწიფო სს „ხობის ნავთობპროდუქტში“ საკუთარ წილს ყიდის. 29 ნოემბერს ჩანიშნულ აუქციონზე სს „ხობის ნავთობპროდუქტის'' პარტნიორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 15 400 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 50.89%) და ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში არსებული 37655.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდება. აღნიშნული ლოტის საწყისი ღირებულება 249997 ლარია.
2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის აქტივები 219 351 ლარს შეადგენდა, ხოლო ვალდებულებები - 184 000 ლარს. საანგარიშო პერიოდისთვის სს „ხობის ნავთობპროდუქტის“ კაპიტალი 35 351 ლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 63 მლნ ლარზე მეტი საწყისი ღირებულების მქონე 148 ობიექტი გასაყიდად გამოიტანა.