სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა 60.6% სწავლობს, ხოლო კერძოში - 39.4%

სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა 60.6% სწავლობს, ხოლო კერძოში - 39.4%

access_time2023-03-02 12:00:14

2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 50.1 ათასი სტუდენტი მიიღეს, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში - 29.4 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 20.7 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.4 პროცენტით (4.7 ათასი) გაიზარდა.


საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 161.3 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.9 პროცენტით აღემატება.


სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა 60.6 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძოში - 39.4 პროცენტი. სტუდენტების 52.0 პროცენტი ქალია, ხოლო 48.0 პროცენტი - კაცი. 


2022 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 25.8 ათასმა სტუდენტმა დაამთავრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტით ნაკლებია. კურსდამთავრებულების 59.4 პროცენტი ქალია, ხოლო 40.6 პროცენტი - კაცი.


სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 2.4-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რიცხოვნობას.



სტუდენტების 1.9 პროცენტი 18 წლამდე ასაკისაა, 79.8 პროცენტი - 18-დან 23 წლამდეა, ხოლო 18 პროცენტი - 24 წლის და უფროსი ასაკის.


2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 723 სტუდენტი, რაც 239-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რიცხოვნობა 2.6-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რიცხოვნობას. უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 25.1 ათასი შეადგინა, რაც 43.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.



უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 10.6 ათასი პროფესორმასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.2 პროცენტით მეტია. 



2022 წელს, უნივერსიტეტებში მიღებული დოქტორანტების რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 10.7 პროცენტით შემცირდა და 874 პირი შეადგინა. დოქტორანტების რიცხოვნობა 6.2 პროცენტითაა შემცირებული და 3 638-ს შეადგენს.



2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, სადოქტორო პროგრამებზე მიღებულთა რიცხოვნობის ზრდა, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაზე დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა 23.7 პროცენტით გაიზარდა და 537 პირი შეადგინა. თუმცა, კლება აღინიშნა ჰუმანიტარული მეცნიერებების და ხელოვნებისა და მეცნიერების სადოქტორო პროგრამებზე.


აღსანიშნავია, რომ 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64.5 პროცენტი ქალაქ თბილისშია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up