ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე 2023 წლის 1 იანვრისთვის რიცხულმა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთმა 1 247 582.0 ათასი ლარი შეადგინა; აქედან: თავისუფალი ნაშთი 1 246 065.3 ათასი ლარი; ფულადი სახსრები საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად 1 516.7 ათასი ლარი, მათ შორის: („დაცული ტერიტორიების განვითარება“ – 997.4 ათასი ლარი; ,,მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა - 519.4 ათასი ლარი).
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის #301–ე დადგენილების ,,სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ’’, თანახმად, ხაზინის განკარგულებაში არსებული სახსრებიდან, 550 000.0 ათასი ლარი განთავსდა კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 მაისის #845–ე განკარგულების თანახმად, სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებული სახსრებიდან, 594 298.0 ათასი ლარი განთავსდა კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის ცვლილებამ (დაგროვება) შეადგინა 366 177.0 ათასი ლარი.