2022 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით სულ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე რიცხულმა თანხამ 4,541 მლრდ ლარი შეადგინა. მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთმა 1,218 მლრდ ლარი, ხოლო ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნების ქვეანგარიშმა 1,137 მლრდ ლარი შეადგინა.
1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, სულ კომერციულ ბანკებში განთავსებული ფულადი სახსრები 3,577 მლრდ ლარია, სადაც ყველაზე მეტი წილი სახელმწიფო ხაზინის მიერ განთავსებული ფულად სახსრებს ჭირავს და ის 2,244 მლრდ ლარს უტოლდება.
2022 წლის იანვარ-სექტემბრის საბიუჯეტო სახსრებით ოპერაციების გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთზე ასეთია:
- ფულადი სახსრების ნაშთი საანგარიში პერიოდის დასაწყისში — 881,4 მლნ.ლარი;
- საოპერაციო საქმიანობა — 900 მლნ. ლარი
- შემოსავლები საოპერაციო საქმიანობიდან — 11.5 მლრდ ლარი;
- გადასახდელები საოპერაციო საქმიანობიდან — 10.6 მლრდ. ლარი;
- არაფინანსური აქტივების ზრდა — 1.6 მლრდ. ლარი;
- არაფინანსური აქტივების კლება — 155 მლნ ლარი;
- ვალდებულებების ცვლილება — 829, 7 მლნ ლარი;
- ფულადი სახსრების ნაშთი საანგარიშო პერიოდის ბოლოს — 1.2 მლრდ. ლარი.