სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბენეფიციარების მხარდასაჭერად სასტუმრო შერატონში საშობაო აქცია გაიმართა

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბენეფიციარების მხარდასაჭერად სასტუმრო შერატონში საშობაო აქცია გაიმართა

access_time2021-01-06 17:30:00

2021 წლის 6 იანვარს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის გუნდმა პარტნიორებთან - ქალთა საერთაშორისო ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო პალატა და გერმანიის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბენეფიციარების მხარდასაჭერად საშობაო საქველმოქმედო ღონისძიება გამართა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.



„ღონისძიების ოფიციალურ გახსნას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის გენერალური მენეჯერი, ივა ტრიფონოვა, სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საშობაო საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში მოტო-მსვლელობაც გაიმართა. მოტო-ბაიკერებმა სტარტი შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასიდან 11:00 საათზე აიღეს. მოტო-მსვლელობა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე (წამებულის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, აღმაშენებლის ხეივანი) გაგრძელდა და 12:00 საათზე, მცხეთის ჯვრის მონასტერთან ასვლით, დასრულდა.



სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ, მადლობა გადაუხადა შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის მთელ გუნდს და მათ პარტნიორ ორგანიზაციებს საქველმოქმედო ღონისძიების გამართვა/მონაწილეობისთვის. „თქვენ შეძელით ბედნიერი შობის დღე გეჩუქებინათ ჩვენი ბენეფიციარებისთვის, თქვენი წვლილი შეგეტანათ მათზე ზრუნვაში, გაგეხალისებინათ და შეგემსუბუქებინათ მათი ყოფა“, - აღნიშნა მერი მაღლაფერიძემ.




შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის გენერალური მენეჯერის, ივა ტრიფონოვას განცხადებით, შერატონის გუნდი საქველმოქმედო აქციას ყოველ ახალ წელს ატარებს, წელს ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილე კომპანიებს სურთ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იზრუნონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ მნიშვნელოვან საქმეში, დაეხმარონ და საშობაო განწყობა შეუქმნან მათ ვისაც ეს, ყველაზე მეტად, სჭირდებათ. „სააგენტოს ბენეფიციარებისთვის გადასაცემი საჩუქრები სასტუმრო შერატონში შეგროვდა, შობისთვის, ის ყველა ადრესატამდე მივა“, - დასძინა ივა ტრიფონოვამ.



საშობაო საჩუქრები სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების ბენეფიციარებისთვის არის განკუთვნილი (ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარი: თბილისში, ბათუმში, გორში, ქუთაისსა და სიღნაღში; თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი: ძევრში, მარტყოფსა და დუშეთში). ღონისძიების ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარები არიან სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები. მათთვის შეგროვდა არამალფუჭებადი პროდუქტები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები და საგანმანათლებლო ნივთები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
აქცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up