სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „ზუგდიდის ფარმაციის“ 100%-იანი წილი იყიდება. ელექტრონული აუქციონი 28 დეკემბერსაა ჩანიშნული და შპს-ს საწყისი ღირებულება 153 000 ლარია.
ამ დროისათვის შპს „ზუგდიდის ფარმაციის“ საკუთრებაშია, ქალაქ ზუგდიდში,თამარ მეფის ქუჩა N18-ში, I სართულზე არსებული 228.80 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. კომპანიის აქტივები, 2022 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით შეადგენს 104 752 ლარს. კომპანიის ვალდებულებები, 2022 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით განსაზღვრულია 10 359 ლარით, ხოლო კომპანიის საკუთარი კაპიტალი, 2022 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით შეფასებულია 94 393 ლარად.