სახელმწიფომ აუქციონზე გამოყვანილი 13 ღორიდან 11 ღორი ვერ გაყიდა. ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე დღეს 13 ერთეული კახური ჯიშის ღორი ჰყავდა გამოყვანილი, საიდანაც 2 ღორზე ინტერესი დაფიქსირდა და შესაბამისად გასხვისდა.
აუქციონზე 13-ვე ღორი ( საკერატე ბურვაკი, სანეზვე ბურვაკი, ნეზვი) ცალ-ცალკე ლოტად იყო გამოყვანილი და მათი ღირებულება 165-დან იწყებოდა და 850 ლარამდე იყო . რეალურად ვაჭრობა ისე დასრულდა, რომ მხოლოდ ორი კახური ჯიშის სანეზვე ბურვაკი გაიყიდა.
აუქციონის პირობების მიხედვით, პოტენციურ მყიდველს აღნიშნული კახური ჯიშის ღორების წინასწარ ნახვა მეღორეობის ფერმაში გამოცხადებული კარანტინის გამო, არ შეეძლო.