სახელმწიფომ ინვესტორი ბაზრის რყევებისგან უნდა დაიცვას - მთავრობა PPA-ს ნაცვლად აუქციონების სისტემას ნერგავს

სახელმწიფომ ინვესტორი ბაზრის რყევებისგან უნდა დაიცვას - მთავრობა PPA-ს ნაცვლად აუქციონების სისტემას ნერგავს

access_time2022-10-11 16:00:33

„ენერგეტიკის დარგში პირდაპირი მოლაპარაკებები და გარანტირებული შესყიდვის მექანიზმი აღარ იქნება. მას ჩაანაცვლებს აუქციონის სისტემა, რაც ჩემი აზრით, მეტად იქნება საბაზრო პრინციპებზე მორგებული და დარგის განვითარების ხელშემწყობი, ვიდრე ეს PPA მექანიზმი იყო. ახალი სისტემა გულისხმობს, რომ აუქციონის შედეგების მიხედვით მოხდება შესაბამისი მემორანდუმების და ხელშეკრულებების გაფორმება. უფრო მეტ დეტალს ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის დარგის ინვესტორებს უახლოეს ხანებში თავად გააცნობს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.


საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეული შეთანხმებით, გარანტირებული შესყიდვის მექანიზმს სულ მალე აუქციონების სისტემა ჩაანაცვლებს. 2017 წელს ახალ PPA ხელშეკრულებებზე მორატორიუმის გამოცხადებამ ენერგეტიკის სექტორში ახალი ინვესტიციების ნაკადი შეაფერხა, სწორედ ამიტომაც ახალი მექანიზმის შემოღების იდეა გაჩნდა. ალტერნატიული მექანიზმი იქნება ე.წ. CFD, რაც გულისხმობს ფასის განსხვავების კომპენსირებას სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ ფასად შესყიდვის სანაცვლოდ. ეს უფრო კონკურენტული და ისეთი ტიპის მექანიზმია, რომელიც დღეს დაშვებულია ევროკავშირში, სადაც PPA კლასიკური პირობა უკვე აღარ მოქმედებს.


ენერგეტიკოსი გია არაბიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ახალი მოდელის შემოღების შემდეგ, როდესაც ბაზარი გაიხსნება, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ბაზრის რყევებისგან უნდა დაიცვას ინვესტორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში.



„PPA-ები რა სახითაც ადრე იყო, აღარ დაბრუნდება, რადგან ფორმა არ ვარგოდა, მართალია დაინტერესება ინვესტორების მხრიდან დიდი იყო, თუმცა ბევრი ხარვეზის გამო სავალუტო ფონდმა მორატორიუმი დაგვიწესა. ისინი თვლიან, რომ ეს ძალიან მძიმე ხარჯად აწვება ბიუჯეტს, სამაგიეროდ ცოტა მოგვიანებით წახალისების სხვა ფორმა იქნა შემოღებული, ცენტნახევრის დამატება და ა.შ. თუმცა მოხდა ის, რომ გაუქმების შემდეგ, ვერ ვიტყოდი რომ ეს იყო ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი გახდა ინვესტიციების შემოსვლის შეზღუდვისა. შესაბამისად დღის წესრიგში დადგა ამ PPA-ს აღდგენის საკითხი, აღდგენა მოხდა, თუმცა ბუნებრივია ზუსტად ისე არა, მაგრამ იდეოლოგიურად მსგავსად. ახლა საკითხი დადგა როგორ უნდა მოხდეს მისი გაცემა და ა.შ. საუბარი არის, რომ ეს განხორციელდება აუქციონის გზით. დეტალები ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, ამიტომ აუქციონი კითხვებს ბადებს, მაგალითად ვიღაცამ თუ მოიძია სადგური და ა.შ მერე დადგა PPA, აუქციონზე მას სხვა წაიღებს? მექანიზმის გამართულობა არის მნიშვნელოვანი, ამიტომ მეტი დეტალის გასაჯაროება გვჭირდება.


ჩვენ როდესაც ბაზარს გავხსნით და სრულად ამუშავდება, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ბაზრის რყევებისგან უნდა დაიცვას ინვესტორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როდესაც ბაზარი არ გვქონდა ხისტად ვამბობდით, რომ ყოველწლიურად თუ ყოველთვიურად თუ არ იქნებოდა მომხმარებელი სახელმწიფო შეიძენდა. ახალ პირობებში ბუნებრივია სახელმწიფო ასე ხისტად ვეღარ ჩაერევა და ამ შემთხვევაში ინვესტორს ვეუბნებით, რომ თუ ჩვენი ფასი დავარდება რაღაც თანხაზე ქვემოთ, ამას ავანაზრაურებთ. ბუნებრივია PPA რომ აღდგება, თუნდაც განსხვავებული მექანიზმით ეს უკვე კარგია, გააუმჯობესებს საინვისტიციო კლიმატს საქართველოში“
,  აღნიშნავს გია არაბიძე.


2017 წლიდან სახელმწიფოს ენერგეტიკული პროექტების ინვესტორებთან გარანტირებული შესყიდვების მემორანდუმების გაფორმება შეზღუდული აქვს. აღნიშნული ხელშეკრულებებით, რომელთაც PPA ტარიფები ეწოდება, მთავრობა ინვესტორს პროექტის განხორციელების ფინანსურ რისკებს უზღვევდა და იძლეოდა გარანტიას, რომ ჰესის აშენების შემდეგ წინასწარ დადგენილ ტარიფად შეეძინა ელექტროენერგია. მას შემდეგ რაც IMF-მა მსგავს კონტრაქტებში სერიოზული ფინანსური რისკები დაინახა, მთავრობას ასეთი მემორანდუმების გაფორმების რეკომენდაცია არ მისცა. 2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმის დროს მხოლოდ ორი გამონაკლისი დაიშვა, ეს იყო ხორომხეთი ჰესის პროექტი და ნამახვანის კასკადის პროექტი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up