ჯანდაცვის მინისტრი: სახელმწიფომ კოვიდკლინიკებს 1 მლრდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა

ჯანდაცვის მინისტრი: სახელმწიფომ კოვიდკლინიკებს 1 მლრდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა

access_time2022-04-27 14:15:20

ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების მიერ ბოლო პერიოდში გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს და მათ ახალ საპასუხო ბრალდებებს უყენებს. საუბარია კლინიკების წარმომადგენელთა განცხადებებზე, რომელთა თანახმად, სამინისტრომ კლინიკებს კოვიდ-მიმართულების დემობილიზების შესახებ კონტრაქტის გაწყვეტამდე 5 დღით ადრე აცნობა, რამაც სამედიცინო დაწესებულებებს პრობლემები შეუქმნა. კლინიკებში ამბობენ, რომ ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად მათ ფინანსები და დრო დასჭირდებათ, რაც პრობლემურია.


მინისტრი კი ამბობს, რომ „არანაირი 5 დღე არ ყოფილა“ და მისთვის გაუგებარია, „რატომ აპელირებენ ამ 5 დღით“.


„ჩვენ იანვრიდან მოყოლებული აქტიურად ვაკვირდებოდით კლინიკების დატვირთულობას და სამწუხაროდ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი თანამშრომლების ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით დადიოდა კლინიკებში. იქაა მიღების და გაწერის მკაცრი კრიტერიუმები და სამწუხაროდ არცერთი კრიტერიუმი არ სრულდებოდა და ხელოვნურად ხდებოდა კლინიკებში პაციენტების რაოდენობის ზრდა,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები თითოეულ კლინიკაში ამოწმებდნენ პაციენტების როგორც შესვლის, ისე გაწერის კრიტერიუმებს და ზუსტად ეს იყო იმის საფუძველი, რომ არ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურ პერიოდში კლინიკებში საშუალოდ 6 ათასი პაციენტი იყო იმ დროს, როცა მობილიზებული იყო 9 200 საწოლი. აზარაშვილის თქმით, იანვარში, როცა მან უწყება ჩაიბარა და სიტუაცია გააანალიზა, ჩათვალა, რომ ამდენი საწოლის აუცილებლობა არ იყო და პირველი 1700 საწოლი პირველივე კვირაში გააუქმა. აზარაშვილის განცხადებით, კლინიკები მაშინაც გამოთქვამდნენ ბევრ პრეტენზიას, რომ სახელმწიფო არასწორ ნაბიჯებს დგამდა, ქვეყანა კი პანდემიის პიკში შედიოდა და საკმარისი საწოლები არ გვექნებოდა, თუმცა, მინისტრის განცხადებით, ახლა ვნახეთ, რომ ეს გადაწყვეტილება გამართლებული იყო.


„ეს იყო ცარიელი საწოლები და სახელმწიფო 2 წლის განმავლობაში იხდიდა თანხას და არცთუ ცოტას – 120 ლარს პლიუს 60 ლარი თითოეულ ცარიელ საწოლში. მთლიან დატვირთულობას რომ გადავხედავთ, მათი პრეტენზიების საპასუხოდ, საშუალოდ 60% იყო დატვირთულობა და წარმოიდგინეთ, 2 წლის განმავლობაში მინიმუმ 40%-ს ცარიელ საწოლებში სახელმწიფო იხდიდა ფულს და ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო საკმარისი, სანამ შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტიურ ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს,“ – აღნიშნა მინისტრმა და ამით უპასუხა კლინიკების პრეტენზიებს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი რესურსი, კოვიდკლინიკების ან ჰიბრიდული კლინიკების სტატუსიდან მრავალპროფილური კლინიკის სტატუსს მოკლე დროში დაუბრუნდნენ.



აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე სახელმწიფო კოვიდის მართვისთვის ქირაობდა გარკვეულ საწოლფონდს და, იმის მიუხედავად, იყო თუ არა ის დაკავებული, თანხას მაინც იხდიდა. დატვირთვის შემთხვევაში კი პაციენტის მკურნალობის საფასურს დამატებით ანაზღაურებდა. მარტიდან კი კლინიკები ანაზღაურებას მხოლოდ პაციენტზე გაწეული ფაქტიური ხარჯის მიხედვით იღებენ.


მინისტრის თქმით, კოვიდპანდემიის ორი წლის განმავლობაში სახელმწიფომ მინიმუმ 1 მილიარდი ლარი გადაუხადა კლინიკებს.


მინისტრმა ამ კონტექტსში კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა: „დანაშაულია, ჩემი აზრით, როდესაც ექთნებს და ექიმებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ დანამატებს არ აძლევდნენ და სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა დირექტორები და მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს მათ ხარჯზე.“


ზურაბ აზარაშვილის თქმით, ინფექციების კონტროლის, ასევე ფინანსური თუ მკურნალობის პროტოკოლების შესრულების კუთხით მიმდინარე მონიტორინგის შედეგები გასაჯაროვდება და კონკრეტული კლინიკებიც დასახელდება, ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.


„შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია, რომ სახელმწიფო თავისი მოქალაქეების და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს და კლინიკები არასწორი გზით „შოულობდნენ“ ფულს,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


jandacva.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up