სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის ისტორია არ იცის – სადაზღვევო ინდუსტრია ცვლილებებს ითხოვს

სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის ისტორია არ იცის – სადაზღვევო ინდუსტრია ცვლილებებს ითხოვს

access_time2022-01-31 17:00:00

პანდემიის ფონზე, მოსახლეობის მხრიდან ინდივიდუალური საცალო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების შესახებ კითხვებით მომართვიანობა გაიზარდა. ამის შესახებ „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა ნინო კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, დაზღვევის მიმართულებით არაერთი ცვლილებაა განსახორციელებელი, რაც პანდემიამ კარგად გამოავლინა.


„რა დაგვემართა საქართველოს მოსახლეობას პანდემიის დროს? თუ არ ჩავთვლით დაზღვეულ სექტორს – 800 ათას ადამიანს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ისტორია არ იყო ცნობილი არც ექიმების და არც ჰოსპიტლებისთვის. ვინ დაგვიმძიმდა პანდემიის დროს – ვის ვერ ვუმკურნალეთ? იმათ, ვისზეც არ ვიცოდით, რომ ჰქონდა ალერგია, იყო ქრონიკული პაციენტი… ასეთი ადამიანების მართვის გამოუცდელობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ვთქვით, რომ ჩაკეტვა იყო საუკეთესო გამოსავალი. არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა,“- განაცხადა ნინო კობახიძემ.


ამასთან, კობახიძე ფიქრობს, რომ დაზღვევის განვითარებისა და სახელმწიფოსთვის თანხების დაზოგვის მიზნით აუცილებელია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების განხორციელება.


„ძალიან სასიამოვნოდ ვარ გაოცებული – როგორც ჩანს, ჯანდაცვის ახალი მინისტრი იზიარებს იმას, რომ თუ ადამიანი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილეა, მას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდვა, რომ კერძო ინდივიდუალური დაზღვევა შეიძინოს, უფრო სწორად, ასეთ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოს საყოველთაო. როცა გავაკეთებთ ამ კომბინაციას, ეს იქნება დაცული მოქალაქე და ნაკლები დანახარჯი სახელმწიფოსთვის, რადგან როდესაც ადამიანს ჰყავს ექიმი და ამბულატორიულ კვლევებს იტარებს, ის სტაციონარული მომსახურებისთვის სახელმწიფოსთან აღარ მივა. ამაზე ძალიან აქტიური მუშაობა გვიწევს და მემგონი, შედეგზე გავალთ,“ – აღნიშნა ნინო კობახიძემ.


შეგახსენებთ: 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შშმ პირებს შეუნარჩუნდათ უფლება, დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით ისარგებლონ და ამ შემთხვევაში არ კარგავენ საყოველთაო ჯანდაცვის სრულყოფილ პაკეტს.



ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, თვითდასაქმებულებსა და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში უნარჩუნდებათ გადაუდებელი სერვისების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან.


საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები კი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, სარგებლობენ ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.


სადაზღვევო კომპანიების პოზიციაა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა და ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტზე კერძო დაზღვევის „დაშენების“ უფლება, რაც ამბულატორიული სერვისების მიღების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო კი ამით უამრავ რესურსს დაზოგავს, რომელიც შეუძლია მიმართოს ისეთი პაციენტების დაფინანსებაზე, როგორიცაა მაგალითად ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები.


სადაზღვევო ინდუსტრიის პოზიციაა, რომ ასეთი მიდგომა მედიკამენტების გაიაფებასაც გამოიწვევს.


წყარო: jandacva.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up