სახელმწიფომ წამგებიანი საწარმო გაყიდა

სახელმწიფომ წამგებიანი საწარმო გაყიდა

access_time2021-08-18 13:00:36

სახელმწიფომ ერთ-ერთი წამგებიანი საწარმოს 100%-იანი წილი გაასხვისა. საქმე ეხება ბათუმში რეგისტრირებულ შპს „საზღვაო ტექსერვისს“, რომლიც 1 700 850 ლარად,  „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კამპანიის ფარგლებში, შპს „საქართველომ“ შეისყიდა. საწარმოს გაყიდვას ეკონომიკის სამინისტრო 2019 წლიდან ცდილობს, თუმცა გამოცხადებული აუქციონი 4–ჯერ ვერ შედგა.

 

2019 წლის 5 აგვისტო - საწყისი ფასი 2 283 000 ლარი

 

2021 წლის 30 მარტი - საწყისი ფასი 2 263 800 ლარი

 

2021 წლის 28 აპრილი - საწყისი ფასი 2 263 800 ლარი

 

21021 წლის 31 მაისი - საწყისი ფასი 2 263 800 ლარი

 



4 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საწარმო 2021 წლის 22 ივნისს გაიყიდა. აუქციონის საწყისი ფასი 1 697 850 ლარი იყო, ხოლი ვაჭრობის ბიჯის ღირებულება 5 000 ლარს შეადგენდა. აუქციონის ერთადერთი პრეტენდენტი შპს „საქართველო“ იყო.


 

საწარმოს ძირითადი საქმიანობა საქართველოს პორტების კუთვნილი მცურავი საშუალებების, ჰიდროტექნიკური დანადგარების, ამწე მოწყობილობებისა და სხვა ტექნიკა დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურებაა. შპს „საზღვაო ტექსერვისი“ მომსახურებას პორტებში შემომავალ უცხო ქვეყნის გემებსაც უწევდა.

 

კომპანიამ  8835 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობები პირობების გარეშე იყიდა.

 



2021 წლის 1–ლი აპრილის  მდგომარეობით, კომპანიის აქტივები 1 708 677  ლარია. ვალდებულებები  5 522  ლარი, ხოლო კომპანიის საკუთარი კაპიტალი 1 703 155 ლარის შეადგენს.

 

შპს „საზღვაო ტექსერვისი“ რომ წამგებიანია, ამას კომპანიის მიერ გამოქვეყნებული 2018-19 წლების ანგარიშგება ადასტურებს.

 

2017 წელს საწარმოს ზარალი 59 253 ლარს შეადგენდა, 2018 წელს ზარალის ოდენობა 43 314 ლარამდე შემცირდა, ხოლო 2019 წელს ზარალის მოცულობა 46 590 ლარამდე გაიზარდა.

 



tendermonitor.ge-ის ინფორმაციით, საწარმოს 227 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა 23% შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სასარგებლოდ დასრულდა. წარმატებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 707 755 ლარია, ხოლო ფაქტობრივი ღირებულება 672 756 ლარი. მათივე ინფორმაციით, კომპანიას 1760 გამარტივებული შესყიდვა აქვს მოგებული, რომელთა საერთო ღირებულება 2 966 071 ლარია.

 

რაც შეეხება შპს „საქართველოს“, კომპანია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში 2019 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი და წილის 100%–ის მფლობელი გურამ დუმბაძეა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up