სახელმწიფოს 51%-იანი საკონტროლო წილი, ინვესტორისთვის ყოველთვის დადებითი გზავნილი არაა - მიხეილ კუკავა ანაკლიის პორტზე

სახელმწიფოს 51%-იანი საკონტროლო წილი, ინვესტორისთვის ყოველთვის დადებითი გზავნილი არაა - მიხეილ კუკავა ანაკლიის პორტზე

access_time2022-12-13 16:30:25

სახელმწიფოს 51%-იანი საკონტროლო  წილი, ინვესტორისთვის  ყოველთვის დადებითი გზავნილი არაა, რომ  ის თავისუფლება ექნება, რაც სჭირდება, - ასე გამოეხმაურა IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ კუკავა „კომერსანტის“ კითხვას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, სახელმწიფო იძულებით ხომ არ შედის პროექტის 51%-იან წილში, რადგანაც დაშვებული პრეცედენტის შემდეგ, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ახალი ინვესტორების დათანხმება ვეღარ მოახერხა.


მიხეილ კუკავა ამ ვერსიას არ გამორიცხავს თუმცა იმასაც განმარტავს, რომ სახელმწიფოს 51%-იანი საკონტროლო  წილი, ინვესტორისთვის  ყოველთვის დადებითი გზავნილი არაა, რომ  ის თავისუფლება ექნება, რაც სჭირდება.


„არაერთ შემთხვევაში სახელმწიფო 51%-იანი წილი ინვესტორისთვის თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს. იმიტომ რომ 51%-სა და 49%-ს შორის არ არის იმხელა ფინანსური განსხვავება, რომ ეს ინვესტორისთვის შვება იყოს და წნეხი გადაუნაწილოს სახელმწიფოს, მითუმეტეს როცა ეს ნაწილობრივ აკარგვინებს კონტროლს საკუთარ ინვესტიციაზე.


ჩემი ახსნა ამის არის ის, რომ კერძო ინვესტორები იმ პირობებით, რაც უნდოდა, სახელმწიფომ ვერ დააინტერესა და თავად შევიდა, რაც კარგია. არც ვიცით, მანამდე როგორი იყო განაწილება წილების. თუმცა ცხადია, რომ სახელმწიფოს წილი 50%-ზე ნაკლები იყო. რამდენით ნაკლები იყო არსებულ 51%-ზე, ახლა ესაა საინტერესო. ძალიან გაუმჭვირვალეა პროცესი და შესაძლოა, ეს გაუმჭვირვალობა გამომდინარე იყოს ინვესტორების მოთხოვნიდან. მთავარი კითხვა არის ის, რომ ეს 51%-ი რამდენად უზრუნველყოფს იმას, რომ მოიზიდოს ინვესტორები“, - აცხადებს მიხეილ კუკავა.



მისი თქმით, თუ ქვეყანას სურს, რომ პროექტი დროულად განხორციელდეს, მაშინ სახელმწიფოს სესხის აღება მოუწევს, რადგანაც ბიუჯეტში ამის ფული არ არის.


„საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია. დღეს არც ამ პროექტის სრული ღირებულება ვიცით. შეიძლება, თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვა, რაც გაკეთებულია, შეიცვალოს. აქ ცდომილება იქნება იმხელა, რომ მისი ბიუჯეტის ფულით განხორციელება არის წარმოუდგენელი“, - განმარტავს მიხეილ კუკავა.


როგორც IDFI-ში განმარტავენ, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ანაკლიაზე გამოყოფილი 2.85 მლნ ნიშნავს, რომ თანხა ნავსადგურის განვითარების პროექტის ხელშეწყობასა და ახალი საინვესტიციო ხელშეკრულებების მონიტორინგზე დაიხარჯება, რაც დიდი ალბათობით ინვესტორებთან სასამართლო დავას მოხმარდება.


„ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში შესაფერისი კონტრაქტორების პოვნაა. მათ საძიებლად აქტიურად უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას არაერთი ქვეყანა აქტიურად იყენებს ამ მიზნისთვის. საქართველოში თუ ვეძებეთ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი, მითუმეტეს სპეციფიკური პროექტების, ცხადია, ვერ ვიპოვით. კარგი საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ საინვესტიციო პროექტების დაგეგმვა, როცა კერძო კონტრაქტორის და არა რომელიმე სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობაა, ეს პროექტები გაცილებით ეფექტიანად ხორციელდება და არც თანხების ათვისების პრობლემა დგება. ის ძალიან სპეციფიკური საინჟინრო და რისკების შეფასების/მინიმიზების ექსპერტიზა, რაც ამ სპეციალიზებულ კომპანიებს აქვთ რეგიონული განვითარების სამინისტროს თავის შიგნით (in-house) რომ ჰქონდეს გაცილებით ძვირი დაუჯდება. ამ კომპანიების მომსახურება ბევრად ნაკლებია, ვიდრე საინვესტიციო პროექტების ჩავარდნით და შეფერხებით გამოწვეული ზიანი/ზარალი“, აღნიშნულია ოქტომბერში IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „2023 წლის ბიუჯეტის პროექტი: პასუხი ქვეყნის გამოწვევებზე“.


შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, შემუშავდება შესაბამისი სატენდერო წინადადებები და სხვა ინვესტორებთან ერთად პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოც აქტიურად ჩაერთვება. ღარიბაშვილის თქმით,  სახელმწიფოს წილი ამ პროექტში 51%-ი იქნება. როგორც პრემიერმა განმარტა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შეირჩა ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და პორტი არ ააშენა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up