სახელმწიფოს დამოუკიდებლად დიდი ჰესების მშენებლობა გაუჭირდება

სახელმწიფოს დამოუკიდებლად დიდი ჰესების მშენებლობა გაუჭირდება

access_time2022-05-06 12:00:18

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დიდი წყალსაცავიანი ჰესი არ აშენებულა. რამდენიმე მსხვილი პროექტი დაწყებამდე ან მშენებლობის პროცესში გაჩერდა. დავათა ნაწილმა საარბიტრაჟოში გადაინაცვლა. ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის გამო ბოლო პერიოდში მთავრობასა და პარლამენტში ჰესების სახელმწიფოს მიერ აშენების იდეამ პოპულარობა მოიპოვა. ენერგეტიკა კაპიტალტევადია და საიდან გეგმავს მთავრობა ასეულობით მლნ დოლარის მოძიებას, მაშინ როცა სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს უახლოვდება, უცნობია.

 

 

ჰესების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მრავალფეროვანია. ზოგი ეკოლოგიურ პრობლემაზე აპელირებს, თუმცა მშვიდად ხვდება თბოსადგურების მშენებლობას, ზოგი ცდილობს მოსახლეობა იმაში დაარწმუნოს, რომ ქუთაისს 19–მეტრიანი ტალღა დაარტყამს და ნიაღვარი შავ ზღვამდე ყველაფერს ჩარეცხავს, ზოგი უბრალოდ უცხოელი ინვესტორის წინააღმდეგია, ზოგისთვისაც ჰესებთან საომრად ყველა ეს მიზეზი თანაბრად მისაღებია. ამასობაში ქვეყანა მილიარდობით დოლარ ინვესტიციას, ათასობით სამუშაო ადგილს, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირების შანსსა და ენერგოდამოუკიდებლობის ზრდის პერსპექტივას კარგავს.

 

 

ხუდონისა და ნამახვანისგან განსხვავებით, ნენსკრა ჰესი მოსახლეობის გასახლებას არ ითვალისწინებდა. $1 მლრდ-ის ინვესტიციის მქონე ჰესი, რომელსაც წლიურად 1.2 მლრდ კვტ/სთ უნდა გამოემუშავებინა, ექსპულტაციაში 2021 წელს უნდა შესულიყო, მაგრამ მშენებლობა გაურკვეველი ვადით დაპაუზდა.

 

 

წინააღმდეგობა მხოლოდ დიდ ჰესებს არ ხვდება. 2019 წლის აპრილში პანკისში სულ რაღაც 5.4 მეგავატი სიმძლავრის „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობის დაწყებას დაპირისპირება მოჰყვა. ხელჩართული ჩხუბისა და აქციებზე სროლის შედეგად 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი დაშავდა. ასევე დაზიანდა პოლიციის ავტომობილები და ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორი. საბოლოოდ სახელმწიფომ უკან დაიხია და ჰესი არ აშენდა.

 

 

აფხაზეთის უკონტროლო მოხმარებას სახელმწიფო მრავალი დაპირებისა თუ ზეპირი შეთანხმების მიუხედავად ვერაფერს უხერხებს, სადაც 1 სულ მოსახლეზე მოხმარება შვეიცარიისა და იაპონიის მაჩვენებელს აღემატება. მოხმარება უფრო დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც ენგურს გამოღმა საქართველოშიც იზრდება, თანაც გენერაციაზე სწრაფად.

 

 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ძირითადად ბოლო ათ წელიწადში საქართველოში რამდენიმე საშუალო სიმძლავრის ჰესი და ორი თბოსადგური აშენდა. 2021 წელს ლარსიჰესმა, ფარავანჰესმა, დარიალჰესმა, ხელვაჩაურჰესმა, შუახევჰესმა, კირნათიჰესმა და მესტიაჭალაჰესმა ჯამში 1.550 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. გარდაბანი 1 და გარდაბანი 2 თბოსადგურებმა 1.980 მლრდ კვტ/სთ ანუ ჯამში 3.530 მლრდ კვტ/სთ. ჩამოთვლილთაგან გენერაციის არც ერთი ობიექტი 2010 წელს არ არსებობდა, მაგრამ 2010 წელს სახელმწიფოს 222 მლნ კვტ/სთ-ის იმპორტის საჭიროება დაუდგა, 2021 წელს კი 9-ჯერ მეტის - 2 მლრდ კვტ/სთ-ის. მიზეზი მარტივია 2010-2021 წლებში წარმოება 26%-ით, მოხმარება კი 63%-ით.

 

 


ენერგოდამოუკიდებლობას თბოსადგურები ვერ უზრუნველყოფს, რადგან მათთვის საჭირო საწვავი - ბუნებრივი გაზი აზერბაიჯანიდანაა იმპორტირებული. რუსეთისგან განსხვავებით აზერბაიჯანს სიურპრიზები არ ახასიათებს და საიმედო პარტნიორია, მაგრამ მოკავშირე სახელმწიფოზე დამოკიდებულება და ენერგოდამოუკიდებლობა მაინც სხვადასხვა ცნებებია. გარდა ამისა, ჰესებთან მებრძოლ აქტივისტებს, არ უყვართ იმ ჯიუტი ფაქტის აღიარება, რომ თბოსადგური გარემოსთვის ბევრად უფრო არაეკოლოგიურია, ვიდრე ჰესი. ნახშირორჟანგს ჰესი მხოლოდ მშენებლობის პროცესში გამოყოფს.

 

 

პრობლემას ბოლომდე ვერც მცირე ჰესები მოაგვარებს. წყალსაცავიანი ჰესი მარეგულირებელიცაა და მოხმარების ზრდის დროს გარანტირებულ მიწოდებას უზრუნველყოფს. ეს ის შემთხვევაა როცა არითმეტიკული ჯამი ერთ მთლიანს არ უდრის.

 

 

სახელმწიფომ ანტიჰესურ ისტერიას სათანადო კამპანია ვერ ან არ დაუპირისპირა. ნამახვანის შემთხვევის შემდეგ ძნელად წარმოსადგენია კიდევ ვინმემ გარისკოს მსგავს სფეროში საქართველოში ინვესტირება.

 

 

ბოლო ერთ თვეში სახელმწიფოს მიერ ჰესების აშენების იდეა რამდენჯერმე გახმოვანდა. ჰესების მოწინააღმდეგეებისთვის დატბორვის საფრთხე არც ამ შემთხვევაში გაქრება, მაგრამ გაღიზიანების ტემპი „ქართული პროექტის“ მიმართ, სავარაუდოდ მაინც დაიკლებს.

 

 

თუ ჰესს სახელმწიფო ააშენებს, მაშინ მოგება სახელმწიფოშივე დარჩება და ეს ხომ უკეთესია? ეს ტიპური სოციალისტური მიდგომაა და ანალოგიური წარმატებით შეიძლება გავრცელდეს ყველაფერზე პატარა უბნის საცხობით დაწყებული სისტემური ბანკებით დამთავრებული. დრომ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფო ცუდი ინვესტორია. 1 საუკუნის წინ, თავად ლენინი გახდა იძულებული „ნეპი“ დაეშვა. 60 წლის შემდეგ, როდესაც დენ სიაო პინმა მაოს მემკვიდრეობა გადაიბარა, ჩინეთი ბირთვული, მაგრამ ამავე დროს უღარიბესი სახელმწიფო იყო და მხოლოდ სწრაფ განვითარებას პეკინმა მხოლოდ კერძო საკუთრებაზე გადასვლის გზით მიაღწია.

 

 

ეკონომისტების მსგავსად, ენერგეტიკოსი გია არაბიძეც მიიჩნევს, რომ რისი გაკეთებაც ინვესტორს საკუთარი თანხებით შეუძლია, მასში სახელმწიფომ გადასახადების გადამხდელების ფული არ უნდა დახარჯოს და შესაბამისად ბევრად უკეთესი იქნება, თუ ჰესებს კერძო კომპანია ააშენებს.

 

 

როდესაც საქმე ასობით მლნ დოლარის ინვესტირებას ეხება, შუალედურ გამოსავლად პროექტში მხოლოდ ადგილობრივი ბიზნესმენების ჩართვა ვერ გამოდგება. მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ.

 

 

2020 წელს სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში 60%-იან ზღვარს გადასცდა, მაგრამ კანონი არ დარღვეულა, რადგან იგივე კანონი რომელიც ვალზე ზედა ზარს აწესებს ორ გამონაკლისს უშვებს საგანგებო ან საომარ მდგომარეობასა და ეკონომიკური ზრდის ტემპის მკვეთრ კლებას. 2020 წელს საგანგებო მდგომარეობაც იყო გამოცხადებული და ეკონომიკაც შემცირდა. 2021-ში ძირითადად ლარის გამყარების ხარჯზე ვალის მშპ-სთან თანაფარდობა შემცირდა, მაგრამ ეს ახალი დიდი სესხის აღების საშუალებას მაინც არ იძლევა.

 

 

სახელმწიფო ამჟამად ავტომაგისტრალის მშენებლობითაა დაკავებული, რომელიც უკეთეს შემთხვევაში 2024 წლის ბოლოს დასრულდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2025 წლამდე სახელმწიფო დამატებით დიდ თანხებს ვერ მოიძიებს. რადგან დიდი ჰესის მშენებლობას 5-6 წელი სჭირდება უკეთეს შემთხვევაშიც კი მათი დასრულების თარიღი 2030 წელი იქნება.

 

 

მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა, რომ მთავრობები საჭირო, მაგრამ არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს პოპულარობის პიკზე იღებენ. ქართულ ოცნებას დიდი ჰესების მშენებლობა 2013 წელს რომ დაეწყო, საქართველო რუსეთზე იმპორტდამოკიდებულებისგან წლების წინ გათავისუფლდებოდა და დღეს უკვე ელექტროენერგიის ექსპორტიორი სახელმწიფო იქნებოდა.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up