სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სართიჭალაში  ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სართიჭალაში ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა

access_time2022-03-15 17:50:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ახალი სამაცივრო მეურნეობის „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



,,ჩვენ უკვე მრავალი წელია ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის გასაძლიერებლად მხარდამჭერ სახელმწიფო პროექტებს ვახორციელებთ - იქნება ეს ბაღების გაშენების ხელშეწყობა, ერთწლოვანი კულტურების მოყვანა, სამაცივრო და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა. დღეს, სოფელ სართიჭალაში, ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ კომპანია პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში გეგმავს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად, სულ უფრო მეტი კომპანიისთვის და შესაბამისად, ქართული პროდუქციისთვის ხდება ევროპული ბაზარი ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



კომპანია „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად ,3,8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 500,000 ლარი გრანტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა 3 მლნ ლარს შეადგენს.



სამაცივრო მეურნეობაში „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ დანერგილია თანამედროვე ტექნოლოგიები; სამაცივრო ინფრასტრუქტურაში, ერთდროულად, 1,000 ტონა პროდუქციის შენახვაა შესაძლებელი.




შპს „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ გაერთიანებულია აგროჰოლდინგში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰექტარზე, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით, იტალიური ჯიშის 4 სახეობის სუფრის ყურძენია გაშენებული. ვენახებიდან, 2022 წლისთვის 400 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.



აგროჰოლდინგი USAID-ის ხელშეწყობით სუფრის ყურძნის მოყვანისა და მისი შენახვის პირობების შესახებ რეკომენდაციებს იტალიელი სპეციალისტებისგან იღებს.
აგროჰოლდინგში შემავალი კომპანიები 60 ადამიანს ასაქმებს.



აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, 86 სამაცივრო მეურნეობაა შექმნილი, თანადაფინანსება კი, 41 მლნ ლარს აღემატება.




თეგები:
მეურნეობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up