„სახელმწიფოს ძირითადი დახმარება ტურიზმის სექტორზე მოდის, დანარჩენებს შეღავათები ნაკლებად გვეხება„ -  ოქტოპუს ფიტნეს კლუბი

„სახელმწიფოს ძირითადი დახმარება ტურიზმის სექტორზე მოდის, დანარჩენებს შეღავათები ნაკლებად გვეხება„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი

access_time2021-03-21 11:00:29

გახსნის შემდეგ იმაზე კარგი სურათი გვაქვს ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არამხოლოდ ძველი მომხმარებელი, რომელსაც ჯანსაღი ცხოვრების წესი მონატრებული ჰქონდა, არამედ სულ ახალი მომხმარებლებიც შემოგვიერთდნენ და მგონია, რომ მოთხოვნის ზრდა ხანგრძლივმა ჩაკეტვამ და მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრებისადმი მონატრებამ გამოიწვია, თუმცა გაზრდილი მოთხოვნა იმ პრობლემებს  ვერ აგვარებს რის წინაშეც დღეს სექტორი დგას“ -  ამის შესახებ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „კომერსანტის დილა“ „ ოკტოპუს“ ფიტნეს კლუბის დირექტორმა გიორგი ასათიანმა ისაუბრა.


მისი განმარტებით ფიტნეს კლუბების ნაწილმა მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ნაწილი კი ფინანსური პრობლემების წინაშეა.


ჩვენ ერთი წელი დახურული ვიყავით, ხოლო ერთწლიანი ჩაკეტვა ბიზნესს წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან ამ წლის განმავლობაში უამრავი საბანკო ვალდებულება, სესხები და მომწოდებლების ვალდებულება დაგვიგროვდა. ამ პერიოდში უამრავი ფიქსირებული ხარჯი გვქონდა, რისი გადახდაც კომპანიას დაკეტვის პერიოდშიც უწევდა და შესაბამისად  ძალიან დიდი მინუსით მოგვიწია მუშაობის განახლება.


როდესაც კომპანია არსდება ის 0-იდან იწყებს მუშაობას და ჩვენ შემთხვევაში მუშაობა ძალიან დიდი მინუსით განვაახლეთ, საიდანაც ძალიან გვინდა რომ გამოვძვრეთ და შევძლოთ იმ საქმის გაგრძელება, რაც არა მარტო მოსახლეობის ჯანსაღ ცხოვრებაში ჩართვას, არამედ ეკონომიკაში წვლილის შეტანას და ქვეყნის განვითარებას გულისხმობს.“ - აღნიშნა გიორგი ასათიანმა


ასათიანის განმარტებით სახელმწიფოს მხრიდან აქცენტი ტურიზმის სექტორზეა გაკეთებული და დანარჩენი სექტორები და ინდუსტრიები მსგავსი შეღავათებით ვერ სარგებლობენ.



მაგალითისთვის, ტურიზმის სექტორს 4 თვის საშემოსავლო დავალიანება ჩამოეწერა, ასევე ჩამოაწერეს ქონების გადასახადი, ჩვენზე ეს შეღავათი არ გავრცელებულა. თუმცა რომ გავრცელებულიყო ძალიან დაგვეხმარებოდა და უფრო წელში გამართულები ვიქნებოდით, მართალია ეს ყველა პრობლემას არ მოგვიგვარებდა, მაგრამ დახმარება იქნებოდა, რადგან ამ მომენტისთვის თითოეული გამოწვდილი ხელი  ძალიან მნიშვნელოვანია.“ -  აღნიშნა გიორგი ასათიანმა.


ასათიანმა გადაცემაში საფასო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბებს ფასები არ გაუზრდიათ და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე არსებული საფასო პოლიტიკის შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობენ, მისივე განცხადებით ფასის ზრდამ შესაძლოა მომხმარებლის დაკარგვა გამოიწვიოს.


გიორგი ასათიანმა გადაცემაში დაწესებულ რეგულაციებზე და შეზღუდვებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მომხმარებელი დარბაზში და კლუბის ყველა ზონაში პირბადით უნდა იყოს, თუმცა ინტენსიური ვარჯიშის დროს როდესაც სუნთქვის გახშირება ხდება მაშინ პირბადის ტარება აუცილებელი არ არის.


რაც შეეხება თვითონ კლუბისთვის დაწესებულ რეგულაციებს, კლუბის თანამშრომლებს კოვიდზე სისტემატიური გატესტვა მოეთხოვებათ.


ასევე აღმართული ტრენაჟორებს შორის, გასახდელებში გაუქმებული გვაქვს ყოველი მეორე კაბინა, გამკაცრებული გვაქვს სანიტარული დეზინფექციის ნორმები, გვაქვს წინასწარი ჩაწერები ჯგუფურ ვარჯიშებზე და კლუბში დასაშვებ ადამიანებზე დაწესებული გვაქვს ლიმიტი, რასაც ჩვენ ლაივ რეჟიმში ვაკონტროლებთ და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ჩვენ მომხმარებელს შეუძლია რომ თვალი ადევნოს თუ რა რაოდენობის მომხმარებელი იმყოფება ამა თუ იმ კლუბში.“ - აღნიშნა გიორგი ასათიანმა.

 

თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up