სახელმწიფოს საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობის უფლება ექნება

სახელმწიფოს საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობის უფლება ექნება

access_time2022-06-20 17:20:00

საინვესტიციო ფონდებში სახელმწიფოს მონაწილეობის უფლება ექნება. ცვლილება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.


როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საკომიტეტო განხილვაზე განაცხადა, სახელმწიფოს მონაწილეობის უფლება კონკრეტულ შემთხვევებში ექნება. თითოეული კერძო შემთხვევა განიხილება ცალკე, მთავრობის მიერ.


„სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, შესაძლებლობა მიეცემათ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მიიღონ მონაწილეობა“,- განმარტა ეკა სეფაშვილმა.


„საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების საწყის ეტაპზე მოსალოდნელია ძირითადად გათვითცნობიერებული ინვესტორების კაპიტალის მობილიზება კერძო შეთავაზებების გზით. ასეთი ტიპის საინვესტიციო ფონდებიდან გამოსარჩევია ვენჩერული და კერძო კაპიტალის ფონდები, რომელთაც გააჩნიათ საკმაოდ მოქნილი დაფინანსების (ინვესტირების) მექანიზმები და სტრატეგიები. ასეთი ტიპის ფონდები ხშირად გამოირჩევიან ინვესტირების გარდა, მეწარმეთათვის საჭირო უნარჩვევებისა და ცოდნის გადაცემით, რაც მეწარმეებს მოგების მაქსიმიზაციასა და ბიზნესს ზრდაში უწყობს ხელს. რადგან საინვესტიციო ფონდების სამართლებრივი ჩარჩო წარმოადგენს სიახლეს, ასეთი ფონდების განვითარებისათვის საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მასტიმულირებელი მექანიზმების შემოღება“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.



როგორც დოკუმენტში წერია, სახელმწიფოს როლი შემოიფარგლება მხოლოდ გარკვეული კაპიტალის მონაწილეობით და არა მისი მართვით.


„კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა განახორციელოს ინვესტირება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში, რაც სერიოზულად შეუწყობს ხელს საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებას, ეს კი თავის მხრივ დაეხმარება მეწარმეებს განვითარებაში დამატებითი სახსრების მოზიდვის კუთხით, ხოლო ინვესტორებს ალტერნატიულ აქტივებში და დივერსიფიცირებულად დაბანდებაში“, - წერია განმარტებით ბარათში.


როგორც ინიციატორები განმარტავენ, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პრაქტიკა ასევე ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში, ვინაიდან სახელმწიფოს ამ სახით მონაწილეობა საინვესტიციო ფონდში წარმოადგენს საინვესტიციო რისკების შემცირების ერთგვარ მექანიზმს.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up