სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამა დაიწყო!

სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამა დაიწყო!

access_time2021-09-27 12:27:24

თუ 2021 წლის სექტემბრის თვეში შეგეძინათ ბავშვი, ან უკვე გყავთ სამი ან მეტი შვილი, სახელმწიფო დაგეხმარებათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, შეიძინოთ ახალი საცხოვრებელი, გაფართოვდეთ, ან გაიუმჯობესოთ პირობები.



როგორ?

მთავრობის ინიციატივით, იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო გთავაზობთ ბინის შეძენის/აშენების მიზნით გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას 5 წლის ვადით



ვის შეუძლია ისარგებლოს სუბსიდირების პროგრამით?

ყველას,  ვისაც პატარა შეეძინა/აიყვანა 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ და ასევე იმ ოჯახებს, ვისაც ჰყავს 3 ან მეტი შვილი. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ქორწინებაში მყოფ მშობლებს, მარტოხელა მშობელსა და ქვრივს.




სესხის რამდენ პროცენტს დაფარავს სახელმწიფო?

ზოგადად, სუბსიდირებული განაკვეთი დამოკიდებულია მსესხებლის ინდივიდუალურ მონაცემებსა და მდგომარეობაზე, თუმცა, პროგრამის ფარგლებში მრავალშვილიან მშობლებს (სამი ან მეტი შვილი) სახელმწიფო იპოთეკური სესხის 1.5%-დან 8%-მდე დაუფინანსებს, ხოლო ერთი ან ორი შვილის მშობელს - 3.5%-დან 6%-მდე.  მაგალითად, თუ თქვენ ამა წლის სექტემბერში შეგეძინათ შვილი და აიღეთ იპოთეკური სესხი 14%-ში საცხოვრებლის შესაძენად, სახელმწიფო ამ 14%-დან დაგიფინანსებთ 6%-ს და თქვენ 5 წლის განმავლობაში მხოლოდ 8%-ს გადაიხდით.


აღსანიშნავია, რომ სესხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 200 000 ლარს, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ აკრძალვა შეიძინოთ 300 000-ად, ან 500 000-ად ღირებული ქონება. უბრალოდ, სახელმწიფო დაასუბსიდირებს, მხოლოდ 200 000 ლარის იპოთეკური სესხის შესაბამის პროცენტს, დანარჩენ თანხაზე თავად მსესხებელმა უნდა იზრუნოს.



სად მოვძებნოთ სასურველი ბინა და როგორ გამოვითვალოთ სუბსიდირების პროცენტი?

უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge საკუთარ სივრცეში წარმოადგენს მუდმივად განახლებად გასაყიდი ქონების ფართო არჩევანს. არეაზე შესაძლებელია მოძებნოთ როგორც პირველადი, ასევე მეორეული ქონება, კერძო სახლები თუ მიწის ნაკვეთები. პლატფორმიდან მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას დეველოპერული კომპანიების პროექტების, ექსკლუზიური შეთავაზებების და აქციების შესახებ. ასევე, Area.ge-ზე შეგიძლიათ გაეცნოთ სუბსიდირების პროგრამას


მას შემდეგ, რაც მაძიებელი შეარჩევს ქონებას არეას საიტზე, სესხის კალკულატორის დახმარებით შეუძლია,  გამოთვალოს სავარაუდო საპროცენტო განაკვეთი სუბსიდირების ჩათვლით და შემდეგ გააგზავნოს იპოთეკური სესხის დისტანციური მოთხოვნა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად. 3 სამუშაო დღეში ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და  სესხის შეთავაზებას ფილიალში მიუსვლელად მიიღებთ. გასათვალისწინებელია, რომ სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი.


 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up