„სახელმწიფოსთვის გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს“

„სახელმწიფოსთვის გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს“

access_time2022-09-28 12:21:28

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა კონფერენცია „ნახშირბადით ვაჭრობა მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიის, იაპონიის მთავრობებს და გაეროს განვითარების პროგრამას მხარდაჭერისთვის.



„სახელმწიფოსთვის გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ პარიზის შეთანხმებისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ამბიციური გეგმები გააჩნია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ვფიქრობ, ნახშირბადით ვაჭრობის მსოფლიო ბაზარზე წვდომა ხელს შეუწყობს ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
„ნახშირბადით ვაჭრობა პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან, ერთი მხრივ, ამცირებს ემისიებს, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანას ეხმარება მწვანე გარდაქმნისთვის საჭირო დამატებითი რესურსების მობილიზებაში. მივესალმები შვეიცარიისა და იაპონიის მზაობას, საქართველოს გზა გაუკვალონ ნახშირბადით ვაჭრობის ბაზარზე. ჩვენი მიზანია, აღნიშნული იდეის პრაქტიკული განხორციელება“, - აღნიშნა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა.



„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოს ხელი შევუწყოთ ნახშირბადით ვაჭრობის მსოფლიო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში, აკირა იმამურამ.



„დღევანდელი კონფერენცია მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზარზე ნახშირბადით ვაჭრობის პროცესში საქართველოს როლის განსაზღვრის მიმართულებით. შვეიცარიასა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მზად ვართ საქართველოს დავეხმაროთ კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაში“, - განაცხადა შვეიცარიის ელჩის მოადგილემ საქართველოში, ურს ბეერმა.




კონფერენციის მონაწილეებმა ნახშირბადით ვაჭრობის უპირატესობები და ამ მიმართულებით საქართველოს მსოფლიო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობები განიხილეს.


ნახშირბადის ბაზარი და ემისიებით ვაჭრობის სისტემები საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმია, რომლის გამოყენებით შესაძლებელია ემისიების გაყიდვა ან ყიდვა ქვეყნებსა თუ კომერციულ კომპანიებს შორის.



იმისთვის, რომ ქვეყანა ნახშირბადით ვაჭრობის ბაზარს შეუერთდეს, მნიშვნელოვანია შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით, ემისიების შემცირებული მონაცემების დადასტურება.



საქართველომ შვეიცარიასა და იაპონიასთან ნახშირბადით ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს ხელი მიმდინარე წელს მოაწერა. მნიშვნელოვანია, რომ ნახშირბადით ვაჭრობის შედეგად მიღებული დაფინანსება, ქვეყანას კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება.



კონფერენციას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სამრეწველო ასოციაციების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up