მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.1 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.1 პროცენტით კლება დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე. ამასთან, ფასები 6.7 პროცენტით შემცირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე.
აღსანიშნავია ასევე ფასების ზრდა დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 4.3 პროცენტით.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 2.5 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე 2.6 პროცენტით, ხოლო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით. წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები შემცირდა 2.3 პროცენტით, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 6.1 პროცენტით.