ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა №1-1/450 ბრძანებით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთები დააკორექტირა. როგორც ლევან დავითაშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანებიდან ირკვევა, სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეები, საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები ასეთი იქნება:
განსაზღვრულ ქვეყანაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – დადებითი გადაწყვეტილების 1 სამუშაო დღეში გაფორმებისას – 100 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმებისას – 70 ლარი;
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის დადებითი გადაწყვეტილების 1 სამუშაო დღეში გაფორმებისას – 200 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმებისას – 140 ლარი;
საქართველოს მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით – შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) შეთანხმებით და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) შეთანხმებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის დადებითი გადაწყვეტილების 1 სამუშაო დღეში გაფორმებისას – 200 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმებისას – 140 ლარი;
განსაზღვრულ ქვეყანაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – მომსახურების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 70 ლარი;
რუსეთის ფედერაციაში საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის მომსახურების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 200 ლარი;
უკრაინაში საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – მომსახურების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 100 ლარი;
ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის ECMT კვოტების სისტემაში განსახორციელებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:
ა) იმ ქვეყნებში, რომლებისთვისაც არ არის დაწესებული კვოტების შეზღუდვები – კვოტის მოქმედების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 200 ლარი;
ბ) იმ ქვეყანაში, რომლისთვისაც დაწესებულია კვოტების შეზღუდვა – ამ მუხლის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაკვეთზე დამატებით 100 ლარი კვოტის მოქმედების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე;
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის განაკვეთების და მომსახურების ვადების შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ აქ: