საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დატოვების რისკის წინაშე დგას სექტორის დიდი ნაწილი - „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორი

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დატოვების რისკის წინაშე დგას სექტორის დიდი ნაწილი - „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორი

access_time2022-07-14 17:49:26

,საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მონაწილეობა ან დატოვება, არცერთი კლინიკის თვითმიზანი არ არის,- ამის შესახებ, ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორი რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ აცხადებს,

 

ზურა ქიტოშვილის თქმით, თუ სიტუაცია კრიტიკულ ფაზაში შევა, კლინიკებს არჩევანის საშუალება უბრალოდ აღარ ექნებათ.

 

,, თვითონ სამინისტროსთან კომუნიკაცია ძალიან აქტიურია კერძო სექტორის მხრდან. მიუხედავად მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან სურვილისა, პროცესი დროში სწრაფად დამთავრდეს სისტემა ძალიან რთულია. პროცესი სრულად ხარვეზებაღმოფხვრილი რომ ჩაეშვას მოკლე დროში შეუძლებელია.ვფიქრობ, თუნდაც დროში გაწელილი, მაგრამ უხარვეზო სისტემის ჩამოყალიბება ბევრად ოპტიმალურია. უნდა მივიღოთ ხარისხი, რათა უარეს მდგომარეობაში არ ჩავაგდოთ სექტორი. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის.

 


უნდა დაიყოს ორ ნაწილად რეგიონები და ჰაბური ლოკაციები. რეგიონებში, განსაკუთრებული პრობლემაა და განსხვავებული გამოწვევები. როცა ვსაუბრობთ ტარიფებზე რომლებიც 2013 წლიდან დადგინდა, ეს ხდება კლინიკების შემთხვევაში,რომელიც პირველ ეტაპზევე ჩავერთეთ სისტემაში. რომელი კლინიკაც რომელ წელს შეუერთდა, იმის მიხედვითაა ტარიფები და ეს ქმნის არა თანაბარ სისტემას, რაც არაჯანსაღ კონკურენციას იწვევს. ასოციაციის ფარგლებში ვგეგმავთ, მივმართოთ კონკურენციის სააგენტოს, რომ ამ პროცესშიც მოხდეს დაჩქარებული ჩართულობა. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ შეიძლება მოინახოს ფორმა, რითაც ბიუჯეტის ჯამური დაფინანსება არ გაიზრდება და სწორ ლოგიკასა და პრინციპზე იქნება მიდგომა დამყარებული. დაიყოფა სოციალური ფენები რა მიმართულებითაც მოხდება გადანაწილება.

 

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მონაწილეობა ან დატოვება, არცერთი კლინიკის თვითმიზანი არ არის. სერვისების უწყვეტობა, მოსახლეობის გვერდით დგომაა მთავარი. რაც განსაკუთრებით ეფექტურად მოახდინა სექტორმა კოვიდ პანდემიის დროს. მაშინ ძალიან მოკლე დროში მოვახერხეთ გადალაგება. თუმცა, თუ სიტუაცია კრიტიკულ ფაზაში შევა, არჩევანის საშუალება აღარ გვექნება, თუ ვეღარ შეძელი ოპერირების გაგრძელება, იქედან გამომდინარე რომ ხელფასი და კომუნალურები ვერ გადაიხადე, ეს შედეგი დადგება. ამ რისკის წინაშე სექტორში მოთამაშე კლინიკების უმრავლესობა დგას. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა რეგიონებშია და იქ ოპერირება უფრო რთულია. ის რაც ადრე სხვა რესურსებით ბალანსდებოდა შეიძლება ვეღარ მოხდეს და სერვისის უწყვეტობის რისკი დაგვიდგეს- განაცხადა ზურა ქიტოშვილმა ,,საქმეში.

 

შეგახსენებთ, 100-მდე კლინიკამ ჯანდაცვის მინისტრს ღია წერილით მიმართა. ყველაზე მსხვილი დარგობრივი ასოციაციის წერილი 11 ივლისს ჯანდაცვის მინისტრის იმ განცხადებაზე გამოხმაურებაა, რა დროსაც ზურაბ აზარაშვილმა კლინიკებს ფაქტობრივად შეთანხმებულ ტარიფების ინდექსაციაზე უარი უთხრა და თქვა, რომ DRG-ის, ანუ დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედებამდე, რაც დაანონსებულია, რომ წლის ბოლოდან უნდა გავრცელდეს კლინიკებზე, სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დადგენილი ტარიფების გადახედვას არ აპირებს. სექტორი კი დროულად ითხოვს სატარიფო პოლიტიკის ცვლილებას


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up