საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად, აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში 8 ლოკაცია გამოიყო

საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად, აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში 8 ლოკაცია გამოიყო

access_time2023-04-03 18:30:51

საქართველოს მთავრობამ „საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების დამტკიცების შესახებ“  დადგენილების პროექტი დაამტკიცა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტი ითვალისწინებს აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში 8 ლოკაციის გამოყოფას, სადაც, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციით, შესაძლებელია აკვაკულტურის ფერმების - თევზის (3 ლოკაცია) და მოლუსკის (5 ლოკაცია) - მოწყობა.


როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, აკვაკულტურის დარგის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. ზონების პროექტის დამტკიცების შემდეგ, დაგეგმილია ზონების მართვის გეგმებისა და ინვესტორთა წინადადებების განხილვის საფუძველზე დამატებითი სანებართვო პირობების განსაზღვრა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკვაკულტურის ნებართვების გაცემა, რაც გააჩენს საშუალებას აკვაკულტურის მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვისთვის და რაც ნიშნავს  ათეულ ათასობით ტონა თევზის და  სხვადასხვა სახეობის ზღვის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას და, ეტაპობრივად, დაახლოებით, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ათვისებას.



„ვფიქრობ, რომ გვაქვს შესაძლებლობა  და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ  ვაწარმოოთ მეტი პროდუქცია,  რათა პირველ რიგში დავაკმაყოფილოთ  ადგილობრივ ბაზარზე არსებული  მოთხოვნა,  დავასაქმოთ  უფრო მეტი ადამიანი და რა თქმა უნდა,  გავზარდოთ მნიშვნელოვნად საექსპორტო  შესაძლებლობები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.


„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზღვაო წყლებში აკვაკულტურის წარმოება დასაშვებია მხოლოდ აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონებში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის დაგეგმარების ფარგლებში, სამეცნიერო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.  პროექტით  წარმოდგენილი აკვაკულტურის ზონები არ მოიცავს დაცულ ან აკრძალულ ზღვის უბნებს.


აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის ზონების ძირითადი რეკომენდაციები სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მომზადდა.


ზონების დადგენა ხელს შეუწყობს საქართველოში აკვაკულტურის დარგის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up