საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი - „ფოთის საზღვაო სასწავლებელი აგრძელებს განვითარებას, აღჭურვას და თავისი შესაძლებლობების ზრდას საზღვაო ინდუსტრიის განვითარების ხელშესაწყობად“

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი - „ფოთის საზღვაო სასწავლებელი აგრძელებს განვითარებას, აღჭურვას და თავისი შესაძლებლობების ზრდას საზღვაო ინდუსტრიის განვითარების ხელშესაწყობად“

access_time2021-03-30 17:20:00

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალში - ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში ამწისა და ტექნიკის სიმულატორის ლაბორატორია გაიხსნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


თანამედროვე სიმულატორი სასწავლებელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“-მა გადასცა.


„ამ ეტაპზე საქართველოში არ გვაქვს ამ სიმულატორის ანალოგი. სრულიად თანამედროვე სიმულატორი გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირებისათვის საკლასო სწავლების პირობებში. აღსანიშნია, რომ თანამედროვე ტექნიკის ექვსი ტიპიდან ორი ჯერ კიდევ არ გამოიყენება ქართულ პორტებში, თუმცა, მათი მართვის შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდება უახლოეს მომავალში ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ექსპლოატაციისათვის“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა.




მისი განცხადებით, ქვეყნის საზღვაო დარგის მდგრადი განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში ერთის მხრივ, სახელმწიფო პირდაპირი გზით უჭერს მხარს საზღვაო სფეროს სხვადასხვა მიმართულების განვითარებას და მეორე მხრივ, ქმნის მათი განვითარების პირობებს ქვეყანაში საზღვაო დარგის პროფესიონალთა რიცხვის გაზრდისა და საგადასახადო შეღავათების სისტემის შექმნის გზით: „ინდუსტრია ვერ განვითარდება პროფესიონალების გარეშე და ამ ცენტრის ძირითადი ამოცანაც სწორედ ეს არის, ხელი შეუწყოს საზღვაო ბიზნესებს მოთხოვნადი სპეციალისტების, კვალიფიციური ადგილობრივი კადრების მომზადებით. მოხარული ვართ, რომ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან“- აღნიშნა იოსელიანმა.




„მთავრობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ეფექტური თანამშრომლობით, სანავსადგურე ქალაქში შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების თანმხვედრი პროფესიული განათლების შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შედეგად, ადგილობრივი სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მომავალზე ორიენტირებულ მიდგომად გვესახება და თანმიმდევრულად ვმუშაობთ აღნიშნულის ხელშესაწყობად. ყოველივე ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სოციალური ფუნქციონირების გამოცოცხლების კუთხით,“ - აღნიშნა თავის მხრივ, კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up