„საზოგადოება და ბანკები“ მთავრობას ბიუჯეტის კორექტირებისკენ მოუწოდებს

„საზოგადოება და ბანკები“ მთავრობას ბიუჯეტის კორექტირებისკენ მოუწოდებს

access_time2021-04-01 20:00:00

საზოგადოება და ბანკებმა მაკროეკონომიკური პროგნოზები და ბიუჯეტის პარამეტრები მიმოიხილა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.


„31 მარტს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ ეკონომიკური მაჩვენებლის თებერვლის მონაცემები გამოაქვეყნა სადაც აღნიშნულია, რომ თებერვლის ეკონომიკური ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -5.1%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი იანვრის თვეში უფრო დრამატული იყო და -11.5% შეადგინა. მშპ-ს მიმდინარე დინამიკა საფუძვლიან ეჭვს აჩენს წინა წლის ბოლოს ბიუჯეტში ჩადებულ მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელთან დაკავშირებით. როგორც დოკუმენტშია მოცემული 2021 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.3%-ია. ცხადია, საბიუჯეტო შემოსულობების და ხარჯების მოცულობა ეკონომიკური ზრდის ზომაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკური ზრდა საპროგნოზო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, ცხადია, საგადასახადო შემოსავლების საბიუჯეტო გეგმა ვერ შესრულდება.


ეროვნული ბანკის მიერ მარტში გამოქვეყნებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზში საბაზოსთან ერტად ალტერნატიული სცენარიც არის განხილული (იხ.გრაფიკი), რომელიც 2021 წელს 1%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მიმდინარე პოლიტიკური, ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური სიტუაცია საკმაო საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ალტერნატიული სცენარის დადგომის ალბათობა უფრო მაღალია. უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ საბაზო სცენარით დაგეგმილი 4%-იანი ზრდა არ გვექნება.


გარდა იმისა, რომ 2020 წელს მხოლოდ ტურიზმიდან $2.7 მლრდ დაიკარგა, შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ვალუტა ქვეყანაში ძირითადად უცხოეთიდან გადმორიცხვებით და ექსპორტით (რომელიც ასევე შემცირებული იყო) შემოდიოდა, ამას თან დაერთო დიდი საგარეო ვალის აღებაც. რომელიც საბიუჯეტო ხარჯვისთვის კვლავ ლარში კონვერტირდებოდა. შესაბამისად ეკონომიკას მიეწოდა ლარი და ეროვნულ ბანკს სხვა გზა არ დარჩენოდა რეზერვების გაყიდვის გარდა. 2020 წელს დაახლოებით $900 მლნ. დოლარი გაიტანა სავალუტო აუქციონზე.




იმ შემთხვევაში თუ ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წელსაც ისევ დაგეგმილ 7.5%-ზე მეტად გაიზრდება მთავრობას დაფინანსება მოუწევს საგარეო ვალით. ანუ, შემოვა უცხოური ვალუტის ნაკადი, რომელიც დარეზერვდება ეროვნულ ბანკში, ხოლო დაიხარჯება ექვივალენტი ლარში. ამ შემთხვევაში, გარდა მთავრობის საგარეო ვალის ზრდისა, დაწოლა მოხდება ლარი/დოლარის გაცვლით კურსზე, შესაბამისად, ისევე როგორც 2020 წელს, ეროვნული ბანკი იძულებული იქნება მუდმივი ინტერვენციებით ამოიღოს ლარის მასა და დოლარი მიაწოდოს ბაზარს. სხვა შემთხვევაში, გაუფასურებული კურსი აუცილებლად გადაითარგმნება მაღალ ინფლაციაში და პოსტ-კოვიდურ სიტუაციაში უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას.



საზოგადოება და ბანკების რეკომენდაციაა, რომ დამატებით არ გაიზარდოს ბიუჯეტის დეფიციტი, რადგან ის ისედაც საკმაოდ მაღალია. უმჯობესი იქნება გადაიხედოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, გამოიკვეთოს პრიორიტეტული მიმართულებები, ხოლო ხარჯები, რომლებსაც არანაირი კონტრიბუცია არ შეაქვთ კოვიდ სიტუაციის გაუმჯობესებაში ან ეკონომიკური გაჯანსაღების საკითხებში, შეიკვეცოს. მნიშვნელოვანია, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი სრულ თანხვედრაში იყვნენ ნებისმიერი ფისკალური თუ მონეტარული სახის ნაბიჯის გადადგმისას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up