„საზოგადოება და ბანკები“ საპენსიო საკითხებზე შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართვას ითხოვს

„საზოგადოება და ბანკები“ საპენსიო საკითხებზე შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართვას ითხოვს

access_time2021-11-11 15:40:00

„საზოგადოება და ბანკები“ საპენსიო საკითხებზე შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართვას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საპენსიო საკითხი და მისი დარიგების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საბანკო დაწესებულების გამოსავლენი ახალი სატენდერო პირობების შემუშავება არის მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემა და ამდენად, მასზე საზოგადოებრივი კონტროლი მაღალი სტანდარტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.



„ამიტომ ვფიქრობთ, რომ „საზოგადოება და ბანკები“ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით უნდა ჩაერთოს კომისიის მუშაობაში.




პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების დარიგების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საბანკო დაწესებულების გამოსავლენი ახალი სატენდერო პირობების შემუშავების პროცესში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციები. მხოლოდ ეს გზა იქნება იმის გარანტია, რომ უწყებებმა, რომლებიც ახალი სატენდერო პირობების შემუშავებით არიან დაკავებულნი, რეალურად შეძლონ საკითხთან დაკავშირებით არსებული საზოგადოებრივი განწყობების აღქმა და მათი გათვალისწინება.



„საზოგადოება და ბანკები“ კარგად იცნობს პრობლემის შინაარსს. ეს საკითხი ორგანიზაციას დანახული და გაანალიზებული აქვს სხვადასხვა რაკურსით და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სრულფასოვანი ჩართულობა მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება კომისიას, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
გამოწვევის დროულად და ხარისხიანად დაძლევით, დეკლარირების დონეზე, დაინტერესებულია ყველა მხარე. ამას აცხადებს ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და საკუთრივ „ლიბერთი ბანკიც“, რომელიც დღეს ემსახურება პენსიების გაცემას. ხაზგასასმელია, რომ ბანკს თავის მხრივ მზაობაც აქვს გაცხადებული, რომ დროზე ადრე გავიდეს მოქმედი ხელშეკრულებიდან და მონაწილეობა მიიღოს განახლებულ გამჭვირვალე ტენდერში.



მიუხედავად ასეთი მოცემულობისა, ფაქტია, საკითხი დროში იწელება და უწყებათშორისი კომისია დღემდე მხოლოდ ერთხელ არის შეკრებილი. სამწუხაროდ, აღნიშნული შეხვედრაც, აღმოჩნდა, რომ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ტექნიკური საკითხის გავლით შემოიფარგლა.
ყველა ვთანხმდებით, რომ განახლებული პირობებით ტენდერის გამოცხადება ის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, რამაც, საბოლოო ჯამში, შედეგად უნდა მოიტანოს საპენსიო სესხზე არსებული საპროცენტო განაკვეთის შემცირება. ასევე დაანახოს საზოგადოებას, მათ შორის ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ამ პროდუქტზე არსებული პროცენტი არის რეალური, საბაზრო და სამართლიანი. ამდენად, მიგვაჩნია, რომ პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების უმოკლესი გზა კომისიის მუშაობაში პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციების სრულფასოვნად ჩართვა იქნება“ – ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up