„საზოგადოება და ბანკები“: შინამეურნეობების ხარჯების დაახლოებით 50% პირველადი მოხმარების საქონელზე მოდის

„საზოგადოება და ბანკები“: შინამეურნეობების ხარჯების დაახლოებით 50% პირველადი მოხმარების საქონელზე მოდის

access_time2022-06-10 12:00:00

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“, სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარი მიმოიხილა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.


„კვლევაში გაანალიზებულია პირველადი მოხმარების საქონლის ფასწარმოქმნის პოლიტიკა და საკვებ პროდუქტებზე მზარდი ფასების მიზეზები. კვლევა მოიცავს სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს, ფასებზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, სამომხმარებლო კალათის დინამიკას და სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.



მიმოხილვის შედეგად ირკვევა, რომ პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარზე მაღალი კონკურენციაა. აქ წარმოდგენილია 50-ზე მეტი მსხვილი იმპორტიორ/დისტრიბუტორი და რითეილერი. ყველაზე მსხვილი მოთამაშის შემოსავლები ჯამური საცალო ბაზრის შემოსავლების 5%-ზე ნაკლებია.



საქართველოში დაახლოებით 170,000 დასაქმებულია საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, რაც მთლიანი დაქირავებით დასაქმებულების 26%-ს შეადგენს. მათ შორის, დისტრიბუციაში და რითეილერებში 30,000-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული.




შინამეურნეობების ხარჯების დაახლოებით 50% პირველადი მოხმარების საქონელზე მოდის. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქციის თითქმის ნახევარი იმპორტირებულია. ბოლო წლებში, სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული სუბსიდიების მიუხედავად რეალური წარმოება ძალიან მცირე ტემპით იზრდება და ქვეყანაში აშკარა პრობლემებია საკვების ადგილობრივი წარმოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთი მიზეზი სოფლის მეურნეობის სექტორში კერძო სექტორის დაბალი ჩართულობა და შედეგად დაბალი ეფექტურობაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და სუბსიდირების მიზნობრივი განაწილება.



მაღალი ინფლაციის პარალელურად, დამატებითი რეგულაციების შემოღება გაზრდის ხარჯებს და მომხმარებლებს გაუძვირებს საკვებს. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია სურსათის უვნებლობა. ქვეყნის განვითარებასთან ერთად იზრდება ხარისხის სტანდარტები, რაც დადებითად აისახება საკვების უსაფრთხოებაზე.



კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა რითეილერთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დღეისათვის ყველაზე მწვავე პრობლემები არის გაცვლითი კურსი, მაღალი ინფლაცია და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით შემუშავდეს გარკვეული მექანიზმი, რომელიც ფასების მყისიერი ზრდისგან დაიცავს პირველადი მოხმარების საქონლით ვაჭრობის მონაწილეებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up