„საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს, რაც ადასტურებს, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, სწორ გზაზე ვდგავართ“

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს, რაც ადასტურებს, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, სწორ გზაზე ვდგავართ“

access_time2022-10-06 17:20:00

გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორგანიზებით, ქალაქ სან-მარინოში ურბანული განვითარების, განსახლებისა და მიწის განკარგვის კომიტეტის 83-ე სესია იმართება, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


ღონისძიების მონაწილეებს ანდრია ბასილაიამ სიტყვით მიმართა და კომიტეტის წევრებს „თბილისის, როგორც ჭკვიანი მდგრადი ქალაქის პროფილის“ დოკუმენტის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა.


დედაქალაქის მერის მოადგილემ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმასა და მწვანე სივრცეების რეაბილიტაციაზე.



„ტრანსპორტის რეფორმის განხორციელება საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებით დაიწყო, თუმცა, მონაცემთა ანალიზი გვიჩვენებს, რომ მიუხედავად რთული, მაგრამ ამავდროულად პრინციპული გადაწყვეტილებებისა, რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის და იგი უნდა განხორციელდეს, რათა თბილისმა მდგრადი ურბანული გარემო მიიღოს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს, რაც ადასტურებს, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, სწორ გზაზე ვდგავართ. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დროინდელი საცხოვრებელი ნაგებობების მდგომარეობას, ეს საკითხი თბილისში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. შენობებს გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და აღნიშნული საბინაო ფონდი ჩანაცვლებას საჭიროებს. ქალაქში ასეთი შენობების რაოდენობა 10 000 აღწევს და მათ ჩანაცვლებას ვგეგმავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, ასევე, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.


ურბანული განვითარების, განსახლებისა და მიწის განკარგვის კომიტეტის სესიაში თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარიაც მონაწილეობს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up