რუსული უმსხვილესი სბერბანკი აცხადებს, რომ Google–მა Android–ის პლატფორმაზე Google Play–დან ბანკის აპლიკაცია წაშალა. სბერბანკი მომხმარებლებს ურჩევს, არ წაშალონ უკვე ჩამოტვირთული აპლიკაციები. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზშია ნათქვამი.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
გუშინ, 12 მარტს, სბერბანკის აპლიკაცია App Store–დან წაშალეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვაშინგტონმა სბერბანკი სანქციებით სრულად დაბლოკა და და ამერიკულ კომპანიებს ამ რუსულ ბანკთან თანამშრომლობა აუკრძალა.