„სბერბანკის“ ევროპული ფილიალი შესაძლოა, გაკოტრდეს

„სბერბანკის“ ევროპული ფილიალი შესაძლოა, გაკოტრდეს

access_time2022-02-28 20:30:00

რუსეთის უდიდესი საკრედიტო ბანკის, „სბერბანკის“ ევროპული შტო გაკოტრების პირასაა. ამის შესახებ, დღეს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) გამოაცხადა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები უკვე მოქმედებს. ბანკის მეანაბრეები თავიანთ დეპოზიტებს ითხოვენ.


ECB-ის ინფორმაციით, გაკოტრება ემუქრებათ „სბერბანკ ეუროპს“ და რუსული ბანკის კიდევ ორ ფილიალს, რომლებიდანაც დეპოზიტების მნიშვნელოვანი გადინება დაიწყო. ეს ყველაფერი კი სწორედ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირდება. ECB აცხადებს, რომ რუსულ ბანკს დეპოზიტების გადახდა გაუჭირდება


ავსტრიის ფინანსური ბაზრის სამმართველომ, „სბერბანკ ეუროპს“ მორატორიუმი დაუწესა. გერმანიის საფონდო ბაზრის ოპერატორმა „დოიჩე ბორსემ“ გამოაცხადა, რომ რუსული ემიტენტების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას დაუყოვნებლივ წყვეტს. მის ჩამონათვალში „სბერბანკის“ გარდა, „VTB ბანკიც“ შედის.


ბანკები და მათი იურისტები დიდი მონდომებით ცდილობენ იმ ზარალის და ზემოქმედების შეფასებას, რომელიც სისტემა გადახდის გლობალურ სისტემა SWIFT-დან, რუსეთის მსხვილი ბანკების ჩახსნას მოჰყვება. „როიტერის“ ინფორმაციით, ბრიტანული საბანკო გიგანტი HSBC, რუსულ ბანკებთან, მათ შორის, მეორე უდიდეს რუსულ ბანკ VTB-სთან ურთიერთობას წყვეტს.



უკრაინში რუსეთის მიერ დაწყებული ომის საპასუხოდ წამოწყებული უპრეცედენტო სანქციების გამო, იმ დასავლური ბანკებიც ზარალობენ, რომლებსაც ბიზნესი რუსეთში აქვთ. მათ შორისაა ავსტრიული „რაიფაიზენ ბანკი“, რომლის საბაზრო ღირებულებაც 15 პროცენტით დაეცა, „სოსიეტე ჟენერალი“, რომლის აქციებიც 10.7 პროცენტით გაუფასურდა და „უნიკრედიტი“, რომელმაც 8 პროცენტი დაკარგა. გერმანულმა „დოიჩე ბანკმ“, რომელმაც ახლახანს მოსკოვში ახალი შტაბ ბინა გახსნა, 8.5 პროცენტით იზარალა.


„სბერბანკი“ აცხადებს, რომ მოკლე დროში, დეპოზიტების გატანაზე უპრეცედნტოდ ბევრი მოთხოვნ მიიღო. ის ახლო კონტაქტს ინარჩუნებს ცენტრალურ ბანკებთან. სლოვენიაში ბანკმა ოთხშაბათამდე შეაჩერა მუშაობა და ტრანზაქციების მოცულობა, დღეში 400 ევრომდე შეკვეცა. ხორვატიაში ეს დღიური ლიმიტი ჯერჯერობით 1 000 ევროთი განისაზღვრა.


bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up