რუსული სბერბანკის ხელმძღვანელის მოადგილე ლევ ხასისი აშშ–ში გაემგზავრა, წერს რუსული გამოცემა „ვედომოსტი“.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
გამოცემის ერთ–ერთი წყაროს ცნობით, ხასისი სბერბანკის ტოპ–მენეჯერებიდან ერთ–ერთი პირველია, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და რამაც შოკი გამოიწვია ბანკის თანამშრომლებში.
აღინიშნება, რომ კომპანიიდან ხასისის წასვლით პროდუქტის ექსპრეს–მიწოდების სერვისი „სამოკატი“ შეფერხდა და 15 ქალაქში საერთოდ შეწყვიტა მუშაობა.
ლევ ხასისი სბერბანკში 2013 წლიდან მუშაობდა. მანამდე იგი სავაჭრო ქსელების Retail Group და Walmart ტოპ–მენეჯერი იყო.