რუსულმა სბერბანკმა ჩეხეთში ყველა ფილიალი დახურა მას შემდეგ, რაც ბანკის თანამშრომლებზე თავდასხმები მოხდა. ბანკირებს აგრესიული კლიენტები ესხმოდნენ თავს, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში.
ჩეხეთში სბერბანკის 25 განყოფილების დახურვის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა.
რუსული მედია სბერბანკის პრეს–მდივანზე დაყრდნობით წერს, რომ ბანკის ფილიალები ხვალიდან განაახლებენ მუშაობას.