Süddeutsche Zeitung: არარსებული არჩევანი ეკონომიკას და ადამიანების სიცოცხლეებს შორის

Süddeutsche Zeitung: არარსებული არჩევანი ეკონომიკას და ადამიანების სიცოცხლეებს შორის

access_time2020-06-08 20:00:02

უკვე რამდენიმე კვირაა კამათი არ ცხრება - ვისი აზრი უნდა იყოს პრიორიტეტული მთავრობებისთვის - ეპიდემიოლოგების თუ ეკონომისტების? სინამდვილეში ეს წინაამღდეგობა არ არსებობს.


ჭკვიანმა ეპიდემიოლოგებმა კარგად იციან, რომ ვირუსს არა მხოლოდ ავადმყოფობა, არამედ ფსიქოლოგიური იზოლაცია, უმუშევრობა და ოჯახური ძალადობა მოაქვს. ჭკვიანმა ეკონომისტებმა კი იციან, რომ ავადმყოფი ადამიანები ოფისებში და სავაჭრო ცენტრებში ვერ დადიან. რომ ადამიანები, ვისაც დაინფიცირების ეშინიათ, სახლებს არ აშენებენ, ავტომობილებს არ ყიდულობენ, და უცხოეთში დასვენებას არ გეგმავენ.საბოლოო ჯამში კი, რეცესიის მთავარი და ყველაზე დიდი რისკი არა კარანტინი, არამედ დაავადების უკონტროლო გავრცელებაა.


შვედეთის და იაპონიის მაგალითმა დაგვანახა მიდგომა „რაც უფრო სუსტია შეზღუდვები, მით ნაკლებია ეკონომიკური ზარალი“ - რეალურად არ მუშაობს. შვედეთში კორონავისუსგან სიკვდილიანობა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალია ევროპაში, თუმცა, კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, რეცესია, სავარაუდოდ ისეთივე ღრმა იქნება, როგორც დანარჩენ ქვეყნებში.


გერმანიის მაგალითი კი პირიქით, იმის დადასტურებაა, რომ ადამიანების სიცოცხლეების გადარჩენა არა მხოლოდ ჰუმანურია, არამედ ეკონომიკურადაც სასარგებლო. ასეთი მიდგომა ნდობას აძლიერებს, რაც ეკონომიკის აღდგენისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გადასახადების შემცირება, ბიუროკრატიის შემცირება და ნებისმიერი თეორიული დებატები ეკონომიკურ თავისუფლებაზე.


რა თქმა უნდა ჯერ ადრეა კორონავირუსთან ბრძოლის სხვადასხვა სტრატეგიების ეფექტურობის შეფასება, თუმცა, 1918-1920 წლებში „ესპანური გრიპის“ დაძლევის გამოცდილებამ ნათლად აჩვენა  პანდემიიდან ყველაზე ნაკლები ეკონომიკური დანაკარგებით ის ქვეყნები და ქალაქები გამოვიდნენ, სადაც ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები ყველაზე მკაცრი იყო. ამას მასაჩუსეთსის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს.



რა მოხდება, თუ დღეს მთავრობების შეზღუდვებს საჭიროზე ადრე მოხსნიან? თუ ამას პანდემიის მეორე ტალღა და ისევ ოფისების, საწარმოების, და მაღაზიების დახურვა მოჰყვება?


ასეთ შემთხვევაში არასრული დასაქმება სრულ უმუშევრობაში, ფინანსური დეფიციტი - გაკოტრებაში, სუსტი მოხმარება - მოხმარებაზე საერთოდ უარის თქმაში, ხოლო შეწუხება - პანიკაში გადაიზრდება. ეკონომიკისთვის ამაზე მძიმე სცენარი ბუნებაში არ არსებობს.რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლის ფულით შეფასება არ შეიძლება, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ეს მუდმივად ხდება ,როგორც მაგალითად სიცოცხლის ან ჯანმთელობის დაზღვევის დროს.


თუ ადამიანის სიცოცხლეს 10 მლნ. დოლარად შევაფასებთ, როგორც ამას დაზღვევის დარგის ზოგიერთი მათემატიკოსი აკეთებს და დავუჯერებთ ექსპერტებს, ვინც თვლის რომ კარანტინმა შტატებში 2 მლნ. ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, გამოდის, რომ ქვეყანამ 20 ტრლნ. დოლარის ზარალი თავიდან აიცილა.ეს ამერიკის მშპ-ს უდრის, და შეზღუდვებით გამოწვეულ დანაკარგებს მნიშვნელოვანად აღემატება.


ამიტომაც მიზანი არა ნორმალური ცხოვრების სწრაფი დაბრუნებაა, არამედ ვირუსის ხისტი შეკავება ვაქცინის და წამლის გამოჩენამდე.ამისთვის საჭიროა ფართომასშტაბიანი ტესტირება, ინფიცირების წყაროების და ჯაჭვების გამოვლენა და რა თქმა უნდა შეზღუდვები.ეს ადამიანებს შორის მსხვერპლსაც და ეკონომიკურ ზარალსაც შეამცირებს. ეს როგორც ეკონომისტების, ასევე ეპიდემიოლოგების საერთო სიამაყის საგანი იქნება.


წყარო: Süddeutsche Zeitung

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up