სებ-ი სავალუტო რეზერვების 80%-ის ქვეყნის გარეთ დაბანდებით ბიზნესს სახსრების დოლარში შენახვისკენ უბიძგებს - დედოლარიზაციის ბუნდოვანი პერსპექტივა

სებ-ი სავალუტო რეზერვების 80%-ის ქვეყნის გარეთ დაბანდებით ბიზნესს სახსრების დოლარში შენახვისკენ უბიძგებს - დედოლარიზაციის ბუნდოვანი პერსპექტივა

access_time2021-10-21 10:00:34

„საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დოლარიზაციის მაღალი დონეა. რომ არა ბოლო წლებში ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, დღეს უფრო მძიმე ვითარების წინაშე აღმოვჩნდებოდით, ჯამურად ეკონომიკა უფრო დიდ ზარალს მიიღებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიზიკურის პირების სესხების გაზრდილი ლარიზაცია“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.




აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა დოლარიზაციასთან ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, დედოლარიზაციის კანონმდებლობა კი ძალაში 2017 წლის 13 იანვარს შევიდა. ამ საკანონმდებლო პაკეთით ქვეყანაში სესხების საპროცენტო განაკვეთზე ერთიანი ლიმიტი დაწესდა 100%-ის ოდენობით, აიკრძალა 100 ათას ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა, აიკრძალა რეკლამირებისას ქონების/მომსახურების საფასურის დოლარში მითითება. ასევე, ძალაში შევიდა სესხების გალარების ნორმები, რომლითაც მოქალაქეებს დოლარში აღებული იპოთეკური სესხების ლარში გადაყვანა შეეძლოთ, რისთვისაც მთავრობა მათ სპეციალურ სუბსიდიას აძლევდა.




თუმცა, მიუხედავად ამ და სხვა ნაბიჯებისა, წლიდან-წლამდე უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს მთლიან რაოდენობაში ლომის წილი უჭირავს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით დოლარში და ლარში გაცემული სესხების დინამიკა ასეთია:






ეკონომიკის დოქტორი ლია ელიავა „კომერსანტთან“ იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც დედოლარიზაციას უშლის ხელს. მისი თქმით, სანამ ადგილობრივ პროდუქციაზე დაფუძნებული წარმოება არ გაიზრდება და ლარს არ ექნება შესაფერისი ავტორიტეტი, რომ მოსახლეობამ იგი გამოიყენოს როგორც დაგროვების საშუალება, მანამ დოლარიზაციასთან ბრძოლა ეფექტიანი ვერ იქნება.



„დოლარიზაციის შემცირება ძალიან რთული პროცესია, რადგან ქვეყანა მთლიანად იმპორტით ცხოვრობს. ლარის, როგორც მყარი ვალუტის ავტორიტეტი საკმაოდ შერყეულია ვინაიდან ფასების დონის განსაზღვრა ფაქტობრივად ხდება დოლართან მიმართებაში და შემდეგ მექანიკურად ლარში გადაიყვანება. შესაბამისად მოთხოვნილება უცხოურ ვალუტაზე საკმაოდ მაღალია. მიუხედავად ეროვნული ბანკის მხრიდან სესხებთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების მიღებისა, მოსახლეობა მაინც ინტენსიურად ხმარობს უცხოურ ვალუტას, როგორც თავისი სახსრების დაცვის საუკეთესო საშუალებას. გარდა ამისა, ადგილობრივი წარმოება მინიმალურია და ქვეყანა იმპორტით ცხოვრობს, ამიტომ მოწოდებული პროდუქციის ანგარიშსწორებისთვის უცხოური ვალუტა აქტიურად გამოიყენება, ხოლო ლომის წილი უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებში იმპორტიორების სესხებს უკავია. ბუნებრივია დოლარიზაციის შემცირების სურვილი და სებ-ის ღონისძიებები არაეფექტიანია, რადგან ჩვენი ეკონომიკა არაკლასიკურია და აქ მარტო დოლარში გაცემული სესხების შემცირება დედოლარიზაციისთვის ეფექტიანი არ იქნება.


სანამ ქვეყნის ეკონომიკა სექტორალურ ჭრილში არ შეიცვლება და იქნება დეფორმირებული, სანამ ადგილობრივ პროდუქციაზე დაფუძნებული წარმოება არ გაიზრდება და ლარს არ ექნება შესაფერისი ავტორიტეტი იმისთვის, რომ მოსახლეობამ იგი გამოიყენოს როგორც დაგროვების საშუალება, მანამ დოლარიზაციასთან ბრძოლა არაეფექტიანია“,
- განმარტავს ლია ელიავა.



ეკონომისტი აღნიშნავს, რომ მოსახლეობას და ბიზნესს ეროვნული ბანკი თავად უბიძგებს დოლარიზაციისკენ, რადგან აძლევს მაგალითს, რომ უცხოური ვალუტა არა ქართულ ბანკებში, არამედ დოლარში ან ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში შეინახონ.



„სანამ ეკონომიკური მდგომარეობა არ შეიცვლება და ქვეყნის მშპ-ს ფორმირება იმპორტის ხარჯზე მოხდება, მანამ დოლარიზაციის შემცირებაზე და ლარის ავტორიტეტის ზრდაზე საუბარი ზედმეტია. აქვე არ შეგვიძლია გვერდი ავუარო ლარის კურსის მერყეობას, რომელმაც ამ ვალუტას ფულის მხოლოდ ერთი ფუნქცია შეუნარჩუნა - გადახდის საშუალება. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სიღარიბე, მსოფლიოში ყველა ღარიბი ქვეყანა არის დამოკიდებული ან დოლარზე ან ევროზე ანუ ღარიბი ქვეყნების ტენდენციას საქართველოც აგრძელებს. დოლარზე დამოკიდებულება უახლოესი 30-40 წლის მანძილზე ნამდვილად არ შეწყდება. მეტსაც ვიტყვი, ფაქტობრივად თვით ეროვნული ბანკი აძლევს მაგალითს როგორც ბიზნესს ასევე მოსახლეობას, რომ თავიანთი სახსრები დოლარში შეინახონ და საზღვარგარეთ გაიტანონ, რადგან სებ-ის მიერ დაგროვილი სავალუტო რეზერვების 80% ქვეყნის გარეთაა გატანილი და სხვადასხვა გარკვეულ თუ გაურკვეველ ორგანიზაციებშია დაბანდებული, შესაბამისად თვითონ არ ენდომა საქართველოს ეკონომიკას და ფულს არ ანთავსებს ქართულ კომერციულ ბანკებში.


საქართველოს დედოლარიზაციის პროცესი მიდის რთულად და არაეფექტიანად, ამიტომ მისი სამომავლო პერსპექტივა ბუნდოვანია“,
- ამბობს ლია ელიავა.



ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up