„საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის,”- ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონის განცხადებაში.
IMF-ის მისია საქართველოში 13-17 თებერვლის მონაკვეთში იმყოფებოდა. ორგანიზაცია კრიტიკულად აფასებს ეროვნული ბანკის კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის. სებ-ის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება დაკვირვებულ მიდგომას საჭიროებს და შინაარსობრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რაც ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას უზრუნველყოფს,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის შესახებ სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.