საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0,5%-ით გაზრდა კრისტალის მომხმარებელთა სესხების საპროცენტო განაკვეთზე არ აისახება.
“კრისტალის საკრედიტო პროდუქტები რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული არ არის. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების მიუხედავად, ჩვენს მომხმარებლებს სესხი არ გაუძვირდებათ.
ამას გარდა, კრისტალის მომხმარებლებზე არც ლარის კურსის ცვლილება მოქმედებს, რადგან კომპანია სესხებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გასცემს. შესაბამისად, ნებისმიერი სავალუტო ცვლილების დროს, „კრისტალი“ თავად იღებს რისკს და ეს ცვლილება მომხმარებლის საკრედიტო შენატანზე არ აისახება”, - აცხადებენ კომპანიაში.
(R)