სებ-მა გამოსცა ნორმატიული აქტი, რომლის მიღება ერთ-ერთი სავალდებულო პირობაა საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის

სებ-მა გამოსცა ნორმატიული აქტი, რომლის მიღება ერთ-ერთი სავალდებულო პირობაა საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის

access_time2022-09-21 18:00:40

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (Single Euro Payment Area – SEPA) საქართველოს გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევრო გადახდების სივრცეში გაერთიანების განაცხადი შეიტანა.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „ევროთი დენომინირებული საკრედიტო გადარიცხვისა და პირდაპირი დებეტის შესრულების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრის წესის“ შესახებ ბრძანება გამოსცა, სადაც აღნიშნულია რომ წარმოდგენილი ნორმატიული აქტის მიღება ერთ-ერთი სავალდებულო პირობაა საქართველოს ერთიანი ევროგადახდების სივრცეში (SEPA) გაწევრიანებისთვის.


სებ-ის ინფორმაციით, ბრძანების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციული ბანკებსა და რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე, რომლებიც გეგმავენ ან ჩართული არიან ერთიანი ევროგადახდის სივრცის (SEPA) საკრედიტო გადარიცხვის და/ან პირდაპირი დებეტის სქემაში. ბრძანების პროექტით ასევე განსაზღვრულია ის საგადახდო ოპერაციები, რომლებზეც არ ვრცელდება დადგენილი მოთხოვნები.


„წარმოდგენილი ბრძანების პროექტი გარკვეულ ვალდებულებებს აწესებს ტექნიკური მოთხოვნების შესრულების კუთხით სქემაში მონაწილეობისას როგორც გადამხდელის, ასევე მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიმართ. კერძოდ, მომსახურების ხელმისაწვდომობის კუთხით ბრძანებით გათვალისწინებული წესის მე-3 მუხლში აღნიშნულია, რომ თუ მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ხელმისაწვდომია SEPA-ს საკრედიტო გადარიცხვის სქემაში, მაშინ მან უნდა უზრუნველყოს ამ სქემაში მონაწილე ნებისმიერი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მხრიდან საკრედიტო გადარიცხვების მიღება ევროს ვალუტაში. ანალოგიური მოთხოვნებია გათვალისწინებული გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიმართაც, თუ იგი მონაწილეობს SEPA-ს პირდაპირი დებეტის სქემაში.


ბრძანებით პროექტით გათვალისწინებული წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ის მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს საკრედიტო გადარიცხვის და პირდაპირი დებეტის შესრულების დროს. კერძოდ, განსაზღვრულია, რომ მიუხედავად საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ადგილმდებარეობისა, საგადახდო ანგარიშის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს IBAN-ის მეშვეობით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ასევე მოეთხოვებათ სისტემაში შეტყობინებების გადაცემისას გამოიყენონ ISO 20022 XML სტანდარტის ფორმატი. აღნიშნული ფორმატის გამოყენების ვალდებულება ასევე დადგენილია იმ იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც გადარიცხვების შესახებ ინფორმაციას გადასცემენ პაკეტური ფაილის სახით.



ბრძანების პროექტით გათვალისწინებული წესი ასევე განსაზღვრავს იმ რეკვიზიტებს, რომელიც საკრედიტო გადარიცხვის ან პირდაპირი დებეტის შესრულების დროს უნდა გადაეცეს:


ა) გადამხდელიდან/მიმღებიდან საგადახდო მომსახურების პროვაიდერს;
ბ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერიდან სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს;
გ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გადამხდელს/მიმღებს.


ბრძანების პროექტით გათვალისწინებული წესის მიხედვით გადამხდელი საკრედიტო გადარიცხვის შესრულებისას, ხოლო მიმღები პირდაპირი დებეტის ოპერაციის შესრულების დროს არ არის ვალდებული მიუთითოს ინფორმაცია იმ ქვეყნის შესახებ, რომელშიც ხორციელდება აღნიშნული საგადახდო ანგარიშის მომსახურება.


ბრძანების პროექტით გათვალისწინებული წესი ასევე ითვალისწინებს მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავების, დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის - საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საშუალებით მოგვარების საკითხს.


ბრძანების პროექტის მიღებამ, ფინანსური შედეგის თვალსაზრისით, შესაძლებელია გავლენა მოახდინოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრძანების პროექტით დადგენილი მოთხოვნების შესრულების პროცესში საჭირო იქნება გარკვეული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება.


ბრძანების პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე“,  აღნიშნულია განმარტებით ბარათში.


ბრძანების პროექტის ავტორი და წარმდგენია საქართველოს ეროვნული ბანკი.


თეგები:
SEPA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up