სები 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის პირველად დოკუმენტს საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს

სები 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის პირველად დოკუმენტს საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს

access_time2023-04-10 20:30:13

ეროვნული ბანკი, საზედამხედველო სტრატეგიის შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის პირველად დოკუმენტს აქვეყნებს.


ახალი საზედამხედველო პრიორიტეტების განსაზღვრისას საზოგადოების და საფინანსო სექტორის  ჩართულობისა და მათი მოსაზრებების მიღების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო სტრატეგიის კითხვარი 2022 წელს უკვე გამოაქვეყნა. კითხვარის საშუალებით მოსაზრებები წარმოადგინეს როგორც კერძო, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა. დაინტერესებულმა მხარეებმა გამოკვეთეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის:

 

-ორგანიზაციულ დონეზე რისკების მართვის ჩარჩოს დახვეწა (აისახა I და III პრიორიტეტში);

-კიბერუსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა (აისახა I და III პრიორიტეტში);

-კაპიტალიზაცია და შიდა კაპიტალისა და ლიკვიდობის ადეკვატურობის შეფასების პროგრამების იმპლემენტაცია (აისახა I და IV პრიორიტეტში);

-ორგანიზაციების მზაობა გარე შოკებისთვის (აისახა I პრიორიტეტში);

-კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა საფინანსო სექტორში (აისახა II პრიორიტეტში);

-მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს  ხელშეწყობა (აღნიშნულის ხელშეწყობას ემსახურება -ყველა საზედამხედველო პრიორიტეტის ერთობლიობა);

-ღია ბანკინგის იმპლემენტაცია (აისახა III პრიორიტეტში);

-საფინანსო სექტორის გაციფრულების ხელშეწყობა (აისახა III პრიორიტეტში);


-მარეგულირებელი აქტების შემუშავების პროცესების საფინანსო სექტორის წარმომადგენლების უფრო მეტი ჩართულობა (აისახა V პრიორიტეტში) და სხვა.


 საერთაშორისო პრაქტიკისა და ტენდენციების ანალიზის, დაინტერსებული მხარეებისგან მიღებული მოსაზრებების, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების, ნაკისრი ვალდებულებებისა და საზედამხედველო მანდატის ფარგლებში გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა, 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის შემდეგი პრიორიტეტები განსაზღვრა:


-საფინანსო სექტორის რისკების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება და შედეგებზე პროაქტიული რეაგირება;

-საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობა;

-ფინანსური ინოვაციების წახალისება და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარება;

-საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება;

-ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და გამჭვირვალობის ზრდა.


აღნიშნული საზედამხედველო პრიორიტეტები ეფუძნება და სრულ შესაბამისობაშია ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატთან, ამოცანებთან და ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებულ საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითად მიმართულებებთან (დეტალურად, გთხოვთ, იხილოთ აქ).


ეროვნული ბანკი განაგრძობს 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიაზე, მათ შორის, თითოეულ საზედამხედველო პრიორიტეტზე, შესაბამის აქტივობებსა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობას.


საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მოსაზრებები 2023 წლის 12 მაისამდე გამოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: supervisorystrategy@nbg.gov.ge.


საჯარო კონსულტაციის დასრულების შემდგომ დოკუმენტი საბოლოო სახით დამტკიცდება და გამოქვეყნდება.

 

 


თეგები:
სები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up