აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის (SEC) თავმჯდომარე, გარი გენსლერი კრიპტო ბაზრების რეგულირების აუცილებლობაზე მიუთითებს. მისი თქმით, კრიპტოვალუტის ბაზრები და მასთან დაკავშირებული პლატფორმები “კარგად არ დასრულდება”, თუ ისინი მარეგულირებელი ორგანოების ფარგლებს გარეთ დარჩებიან.
“არსებობს ბაზრები და დაკრედიტების ცენტრები, სადაც ისინი იკრიბებიან და მათ აქვთ არა მხოლოდ ათეული, არამედ ასობით, ზოგჯერ ათასობით სიმბოლო. მარეგულირებელი ჩარჩოს მიღმა დარჩენა კარგ დასასრულს არ გამოიწვევს”,- განაცხადა გენსლერმა.
წარსულში რეგულატორმა კრიპტოვალუტის ბაზარს “ველური დასავლეთი” უწოდა და განმარტა, რომ სურს ბაზრის უფრო საიმედო ზედამხედველობა.
კრიპტოვალუტას არც გლობალური ბაზრის ანალიტიკოსი ნურიელ რუბინი ენდობა.
წყარო: Bloomberg, ბიზნესფორმულა