,,სელექციური კონტრაქტირება“ მცირე კლინიკების დიდ ნაწილს გააკოტრებს

,,სელექციური კონტრაქტირება“ მცირე კლინიკების დიდ ნაწილს გააკოტრებს

access_time2021-12-16 10:00:14

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისის მიმწოდებელთა წრე მნიშვნელოვნად შემცირდება. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს სელექციური კონტრაქტირება, რომლის განხორციელებას მთავრობა ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის საავადმყოფოების შერჩევის კრიტერიუმები  კლინიკის მრავალპროფილური საქმიანობა და მომსახურების ხარისხი იქნება. კლინიკების ხელმძღვანელები პროექტს მხარს უჭერენ და აცხადებენ, რომ ცვლილება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, პაციენტის უფლებების დაცვას და საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვას შეუწყობს ხელს.

როგორც  ნ.ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის დირექტორი კოტე ყიფიანი ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, ახალი კონცეფცია კლინიკების ნაწილის გაკოტრებას გამოიწვევს, თუმცა პაციენტების უსაფრთხოების და მაღალი სამედიცინო სტანდარტის დასანერგად ზომები გასამკაცრებელია.

,,სელექტიური კონტრაქტირება მტკივნეული, მაგრამ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. კლინიკა მარტო შენობა არ არის, კვალიფიკაციური კადრი და თანამედროვე ტექნოლოგიებთან უნდა იყოს ასოცირებული. უმძიმესი სიტუაციაა რეალურად, ამდენი კლინიკა ვერ იქნება ვერანაირად ასეთ პატარა ქვეყანაში, ამდენი პაციენტის ფონზე, რომელიც სხვადასხვა კლინიკებშია გაფანტული. ხარისხით კი ყველა ნამდვილად ვერ გამოირჩევა. როცა სელექტიურ კონტრაქტირებაზეა საუბარი, გათვალისწინებული უნდა იყოს, ვისთან დაიდოს კონტრაქტი და ვისთან - არა. ის, რომ კარგად ვიცნობ და ლამაზი შენობაა, საკმარისი არ არის. გადამწყვეტი უნდა იყოს პროფესიონალი ექიმები, სამედიცინო დანადგარები და სხვა, ბევრი კრიტერიუმია, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც, რის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია. ,,ახალ ველოსიპედს“ არ ვიგონებთ! ცხადია, ყველა ვერ ისარგებლებს და ზოგიც შეიძლება გაკოტრდეს, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს“, - აცხადებს ყიფიანი და დასძენს, რომ მთავრობა მსგავსი სერვისის დანერგვაზე ადრეც მუშაობდა, თუმცა ხან არჩევნებმა, ხანაც სხვა გარემოებებმა  შეუშალა ხელი.

,,ბიუჯეტიდან, ასევე მოსახლეობის ჯიბიდან დიდძალი ფული იხარჯება და ჯანდაცვაში შედეგი ნაკლებია. მიმაჩნია, რომ ძალიან მკაცრად უნდა გატარდეს ზომები. ამხელა კლინიკებია და ექთნების რაოდენობა ფიზიკურად არასაკმარისია, არის ასევე  კვალიფიკაციის პრობლემა,  რაც საბოლოოდ მომსახურების ხარისხზე აისახება. თუ ეს საკითხი არ მოგვარდება, მუდმივად იქნება ვაკჰანალია. რეფორმის საშუალებით შესაძლებელი იქნება, რომ საბოლოოდ ძლიერი დარჩეს, ვინც დააკმაყოფილებს შერჩეულ კრიტერიუმს, ამიტომ იდეას მივესალმები. მესმის, რომ მტკივნეული პროცესია, ადამიანებმა ჩადეს ფული, მაგრამ მედიცინა მხოლოდ ბიზნესი არ არის, ადამიანების სიცოცხლეა. იმის გამო, რომ შეიძლება ვინმე დაზარალდეს, ხალხს ვერ დავღუპავთ? რა ვქნათ, ჩვენი მშობლები, შვილები დავღუპოთ, რომლებიც შეიძლება  გაუმართავ კლინიკებში მოხვდნენ და მათ სიცოცხლეს დიდი საფრთხე დაემუქრება. პაციენტების მოზიდვის ყველა საშუალებას პოულობენ სხვადასხვა ხერხით, მათ შორის ძალიან ცუდი ხერხებსაც იყენებენ და ამას ბოლო უნდა მოეღოს. გაკოტრდებიან და გასაგებია, მაგრამ მთავრობამ მკაცრი მიდგომა უნდა გამოავლინოს, რაღაც პრეცენდენტებს თუ დაუშვებს, ეს ძალიან ცუდი იქნება“, - აცხადებს კომერსანტთან კოტე ყიფიანი.


ცნობისთვის, ,,სელექტიური კონტრაქტირება” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი საავადმყოფოების შერჩევას გულისხმობს. საქართველოში იგი 2017 წლიდან ამოქმედდა და პირველ ეტაპზე სამშობიაროებს შეეხო.

პრინციპი ასეთია: სელექტიური კონტრაქტირება ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კლინიკის ჩართვა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლინიკაში წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა და მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე (სერვისების სირთულის მიხედვით). პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდა, რადგან ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან მეტი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სელექციური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up