სელის ზეთის ქართველი მწარმოებელი ინვესტორს ეძებს

სელის ზეთის ქართველი მწარმოებელი ინვესტორს ეძებს

access_time2021-08-12 14:00:07

საქართველოში სელის ზეთის მწარმოებელი ზაქარია სვიმონიშვილი ინვესტორს ეძებს. როგორც ,,კომერსანტთან“ ამბობს, ის ერთადერთია საქართველოში, რომელიც 100%-ით ნატურალურ სელის ზეთს ამზადებს. პროდუქტის უპირატესობა ხარისხი და ბუნებრივი, სასიცოცხლო თვისებების შენარჩუნებაა, რაც დამზადების ტექნოლოგიას უკავშირდება.


როგორც მეწარმე ამბობს, ზეთი იწურება სპეციალურად მუხის კასრში ცივი დაწნეხვის მეთოდით, ამიტომ სრულად შენარჩუნებულია ყველა ის სასიცოცხლო თვისება, რაც მცენარეს გააჩნია.


„წელს დავიწყე წარმოება. მანამდე სრულყოფილად შევისწავლე ბაზარი და ვნახე, რომ არ არსებობს სელის ქართული წარმოება. პირველი მწარმოებელი ვარ, რომელიც მაღალი ხარისხის, 100%-ით ნატურალურ სელის ზეთს აწარმოებს. ვიყენებ მთლიანად ცივი დაწურვის მეთოდს, ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე. ძირითადად ონლაინ იყიდება. თავდაპირველად ვცადე გამეყიდა სააფთიაქო ქსელებშიც, მაგრამ გაფილტვრა მომთხოვეს, რაზეც უარი განვაცხადე. გაფილტრული სელის ზეთი გემურ თვისებებს კარგავს. მისი უპირატესობა კი ისაა, რომ ცოცხალი ზეთია, ვიტამინებით სავსე, მოითხოვს შენახვის რეჟიმის ზედმიწევბით დაცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძენს სიმწარეს და ამავდროულად კარგავს სასარგებლო თვისებებსაც. რაც ბაზარზე იყიდება, უცხოური წარმოშობის სელის ზეთი, ძირითადად არასწორი ტექნოლოგიით არის დამუშავებული, რის გამოც მომწარო გემოთი ხასიათდება“, - ამბობს ზაქარია სვიმონიშვილი.


მისი თქმით, პროდუქტი დარეგისტრირებულია და ლაბორატორიულად შემოწმებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნმეობის სამინისტროს ლაბორატორიაში.


წარმოებაში გამოყენებულია რუსული ნედლეული. როგორც მეწარმე ამბობს, რუსული სელი მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა და აკმაყოფილებს სტანდარტს, რაც ხარისხიანი ზეთის საწარმოებლად არის საჭირო.



„ხშირ შემთხვევაში, სელის მარცვალს ხალავენ და მერე იწურება, რათა მეტი გამოსავლიანობა ჰქონდეს, სამაგიეროდ, გემური თვისებები იკარგება. ამით ფასი შედარებით დაბალი იქნება, მაგრამ სარგებლის ნაცვლად, შეიძლება გავნოს. ჩვენ ნედლეული რუსეთიდან ჩამოგავქვს. არის ინდური და პოლონური, მაგრამ არჩევანი რუსულ ნედლეულზე გავაკეთეთ, ხარისხიდან გამომდინარე. ჯერჯერობით ონლაინ გაყიდვებზე ვმუშაობთ, მაგრამ დაინტერესება თუ იქნება და გამოჩნდება ინვესტორი, სელის ზეთის წარმოებას როგორც ბზინესის, ასევე ეკონომიკისთვისაც, დიდი მოგების მოტანა შეუძლია“, - უთხრა სვიმონიშვილმა „კომერსანტს“.


რაც შეეხება ფასს, ფლაკონის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება და 9-დან 60-70 ლარამდეა.


აღსანიშნავია, რომ სელის ზეთს მოიხსენიებენ, როგორც თხევად ოქროს, რომელიც ძვირფასი მიკროელემენტებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მჟავების წყაროა. წარმოადგენს სასარგებლო, სამკურნალო საშუალებას გულს-სისხლძარღვთა დაავადების, გასტრიტის, კოლიტის, ბუასილის სამკურნალოდ, ასევე გააჩნია იმუნიტეტის გამაძლიერებელი ფუნქცია და სხვა.


გარდა სელის ზეთისა, ზაქარია სვიმონიშვილი აწარმოებს გოგრის თესლის ზეთს, რომელიც 100%-ით ქართული პროდუქტია.


„გოგრის თესლის ზეთი  წარმოუდგენლად სასარგებლოა. რეკომენდებულია სამკურნალო და დიეტურ კვებაში.  აქაც მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ცივი დაწურვის მეთოდით დამზადდეს, რითაც ყველა ღირებული ნივთიერება და თვისება ნარჩუნდება. გოგრის თესლის ზეთს წარმატებით იყენებენ მედიცინაში. მრავალი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით. ნედლეულს დასავლეთ საქართველოში ვყიდულობთ. ამდენად, იგი საქართველოში დამზადებული, 100%-ით ქართული პროდუქტია“, - დასძენს სვიმონიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში.


გარდა ამისა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც, გაიზარდა მოთხოვნა გოგრის თესლზე, განსაკუთრებით კი გოგრის თესლის ზეთის მიმართ. ამით არის გამოწვეული ინტერესი ფერმერთა მხრიდანაც - გოგრის მოშენება სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მეწარმეებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევა.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up