სემ ბანკმენ-ფრიდს 115 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუ მას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი რვავე ბრალდება დაუმტკიცდა.
„აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო, ფასიანი ქაღალდების ბირჟის კომისია და სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისია ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი თაღლითური საქმის გამოძიებაზე დღედაღამ მუშაობს“, — განაცხადა აშშ-ს მანჰეტენის ადვოკატმა დემიან უილიამსმა პრესასთან საუბრისას.
გუშინ, 13 დეკემბერს, აშშ ფასიანი ქაღალდების კომისიამ (SEC) და სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ (CFTC) FTX-ის კოლაფსში სავარაუდო მონაწილეობისთვის ბანკმენ-ფრიდს ცალ-ცალკე უჩივლეს.
„თაღლითობა თაღლითობაა, საინვესტიციო სქემის სირთულეს და ჩართული თანხის ოდენობას არ აქვს მნიშვნელობა,“ - განაცხადა FBI-ს ნიუ-იორკის დირექტორის თანაშემწე მაიკლ დრისკოლმა.
30 წლის ბენკმენ-ფრიდი ბაჰამის კუნძულებზე ორშაბათს დააკავეს. მას აშშ-ს საჯარო პოლიტიკაზე ზემოქმედების მიზნით, Alameda Research კრიპტო ფონდის გასაძლიერებლად, კლიენტების მილიარდობით დოლარის ბოროტად გამოყენებას ედავებიან.