სემეკი ელექტროენერგიის მომხმარებლებისათვის საფასურის გადახდის ვადებზე ინფორმაციას აქვეყნებს

სემეკი ელექტროენერგიის მომხმარებლებისათვის საფასურის გადახდის ვადებზე ინფორმაციას აქვეყნებს

access_time2021-09-14 12:30:00

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მომართა არაერთმა მოქალაქემ ქ. თბილისში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხული საფასურის გადახდის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოქალაქეების ინფორმაციით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) მოქალაქეებს საფასურის გადახდას სთხოვს ქვითრის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ვადების შემცირების საფუძვლად კი სემეკის დადგენილებას ასახელებს“ – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.


„აღნიშნული არ წარმოადგენს სემეკის შესაბამისი დადგენილების სწორ განმარტებას.


„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2020 წლის 13 ნოემბრის N59 დადგენილების შესაბამისად, ელექტროენერგიის დარიცხული საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის მიღებიდან (მომზადებიდან) 10 სამუშაო დღეზე ნაკლები. ასევე, თუ ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადა ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებს ან დასვენების დღეებს – შაბათსა და კვირას, გადახდის ბოლო ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.


წესების შესაბამისად, გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებისთვის დაწესებულია შეღავათი და შეეხება იმ პირებს, რომლებიც განეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიებს:


- პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში;


- მარტოხელა პენსიონერები;


- პირები, რომლებიც „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებენ საარსებო შემწეობას, რეინტეგრაციის შემწეობას ან სარგებლობენ სოციალური პაკეტით;



- პირები, რომლებიც სარგებლობენ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსით, ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი/ნაშვილები.


ამ კატეგორიის მომხმარებლებს მომსახურების საფასურის გადასახდელად ელექტროენერგიის მიმწოდებელმა კომპანიამ უნდა განუსაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ორ კვირაზე ნაკლები. თავის მხრივ, სტატუსით მოსარგებლე მომხმარებელმა, უნდა აცნობოს მიმწოდებელ კომპანიას აღნიშნულის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი.


გადაუხდელობის გამო ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე დღეებში, დასვენების დღეებში – შაბათს და კვირას, აგრეთვე, უქმე დღისა და შაბათ-კვირის წინა დღეს. ასევე, 18:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში, ელექტრომიმწოდებელ კომპანიას ელექტროენერგიის გათიშვის უფლება არ აქვს, თუ აბონენტის მიერ გადახდილი საფასური 2 ლარით ნაკლებია სრულ ოდენობაზე.


ასევე, გადაუხდელობის გამო ელექტრომიმწოდებელი კომპანია არ არის უფლებამოსილი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს მომხმარებელს, რომელსაც წარდგენილი აქვს დეპოზიტი. აღნიშნული არ ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომლებიც დროებით სარგებლობენ უძრავი ქონებით ან მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი).


სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ნებისმიერი ტიპის დარღვევის შემთხვევაში, მომართონ კომისიას ქოლცენტრის საშუალებით ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან სემეკის Facebook გვერდის საშუალებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
სემეკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up