სემეკის განცხადება

სემეკის განცხადება

access_time2022-02-08 19:05:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ორგანიზაციის -  „ანტიკორუფციული მოძრაობის“ განცხადებებს. მათ მიერ გაჟღერებული განცხადებები მიზნად ისახავს მარეგულირებელი კომისიის, როგორც ინსტიტუტისა და  პერსონალურად, კომისიის წევრების დისკრედიტაციას.   



პირველ რიგში, სემეკი ხაზგასმით აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში კომისიაში ტარიფების ზრდა არ განიხილება. კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები შეიცავს მხოლოდ იმ აუცილებელ ხარჯებს, რაც მოსახლების ელექტროენერგიით, ბუნებრივი გზითა თუ სასმელი წყლით მომარაგებისთვის არის აუცილებელი. სემეკის მიერ ტარიფები დგინდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, საჯარო სხდომაზე, გამჭვირვალედ, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება. ასევე, ნებისმიერ პირს შეუძლია ტარიფებთან დაკავშირებული მასალების გამოთხოვა, ტარიფების დადგენის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიისთვის წინადადებით მომართვა. კომისიის მიერ სატარიფო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დადგენილი ტარიფების გაანგარიშებების დეტალური განმარტებითი ბარათები განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე: https://gnerc.org.   



ტყუილია „ანტიკორუფციული მოძრაობის“ განცხადება, თითქოს მათი 21 იანვრის მომართვაზე სემეკს დღემდე პასუხი არ გაუგზავნია. სემეკიდან შესაბამისი პასუხი გაიგზავნა 28 იანვარს, რომლის გადამოწმებაც მარტივად შესაძლებელია მომსახურე ფოსტის მეშვეობით. მოძრაობა ითხოვდა ელექტროენერგიის იმპორტის შესახებ ხელშეკრულებების გასაჯაროებას. ორგანიზაციას წერილობით განემარტა, რომ სემეკში არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ხდება საქართველოს მიერ იმპორტის მეშვეობით ელექტროენერგიის შეძენა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. შესაბამისად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს ინფორმაცია ხელშეკრულებების შესახებ, რომელთა საფუძველზეც ხდება საქართველოს მიერ იმპორტის მეშვეობით ელექტროენერგიის შეძენა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.



„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი სოციალურ ქსელში საკუთარ პროფილზე პოსტების განთავსებაში დაადანაშაულეს. გიორგი ფანგანი ენერგეტიკის სექტორში საქმიანობს 2005 წლიდან, სემეკში 2010 წლიდან ეკავა ხელმძღვანელი პოზიცია, ხოლო 2021 წელს მეორე ვადით აირჩა სემეკის წევრად.  გიორგი ფანგანი პროფესიით იურისტია. იგი მონაწილეობდა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე სხვადასხვა ნორმატიული აქტების შექმნაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებაში. მისი ინიციატივით შემუშავდა უპრეცენდენტო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და კომპანიების მხრიდან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. გიორგი ფანგანი ორი წლის განმავლობაში იყო ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) პრეზიდენტი, ასევე ხელმძღვანელობდა სემეკში განხორციელებულ არაერთ საერთაშორისო პროექტს, ხოლო ამჟამად არის ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე მეოთხე დაძმობილების პროექტის ლიდერი საქართველოს მხრიდან. სემეკის წევრის შესახებ ამ მოკლე ინფორმაციითაც ნათელია, რომ იგი სემეკის წევრის პოზიციას იკავებს როგორც პროფესიონალი კადრი.    



„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს კომისიაში გაცემულ სარგოზე. სემეკი განმარტავს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია სემეკის შესახებ, მათ შორის ფინანსური ნაწილის შესახებ, მოცემულია კომისიის საქმიანობის წლიურ ანგარიშებში, ამასთანავე, კომისიის ანგარიშს ყოველწლიურად წარადგენს სემეკის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში. კომისიის ანგარიშები განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე და საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია კომისიის წევრების მიერ შევსებული დეკლარაციები. კომისია არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფინანსდება ლიცენზიატი კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურიდან და კომისიასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხი, ისევე როგორც სხვა სამართლებრივ საკითხები ექვემდებარება კანონმდებლობას.   



(R)


თეგები:
სემეკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up