სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი: იანვარში, თბილისის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეუწყდება

სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი: იანვარში, თბილისის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეუწყდება

access_time2022-01-06 18:41:56

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, იანვარში, თბილისის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეუწყდებათ.


„დარიცხვებთან დაკავშირებით კომისიაში მოქალაქეთა ბევრი ზარი შემოვიდა. კომპანიებთან ერთად განვიხილეთ დარიცხვების საკითხი და როგორც „თელმიკო“ ასევე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იანვარში, შესაძლო გადაუხდელობის გამო, მოქალაქეებს არ შეუწყვეტენ მომარაგებას. მათ ექნებათ საშუალება, რომ დარიცხული თანხა დაფარონ მოგვიანებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებიან დარიცხვას, მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ ყველა საკითხის ინდივიდუალურად შესასწავლად. „თელმიკომ“ დაიწყო დარიცხვების გადამოწმება და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების ნაწილს უკვე დაუკორექტირდა დარიცხული თანხები“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.


მისივე თქმით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება: „ 2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სხვა კერძო პირები თავისი ინტერესებისთვის იყენებენ ტარიფების თემას და არასწორ ინფორმაციას აწვდიან მოქალაქეებს. მინდა ვთხოვო ყველა მოქალაქეს, რომ ტარიფების შესახებ, მხოლოდ სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნოს. ტარიფების მატებაზე საუბარი გამოიწვია სუბსიდირების ერთი კონკრეტული მიმართულების დასრულებამ, რომელიც შეეხებოდა 300 კვტ/სთ-მდე მოხმარების შემთხვევაში ძველსა და ახლა ტარიფს შორის სუბსიდირებას. თუმცა, დღემდე მოქმედებს სხვადასხვა სუბსიდირების პროგრამა. საშუალოდ, წელიწადში, ენერგეტიკის სექტორში მთავრობის მიერ 300-400 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდირება ხორციელდება“, - აღნიშნა კომისიის წევრმა და განმარტა, რომ სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ შედის სემეკის კომპეტენციაში.



გიორგი ფანგანმა ისაუბრა, თუ რამ გამოიწვია 2 ქვითრის მიღება: „ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის ჭრილში, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ მიმართულებაზე ვმუშაობთ, მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა მოხმარებული ენერგიის აღრიცხვიანობა. მრიცხველების „ბლოკური“ წაკითხვა პრობლემებს ქმნიდა მოქალაქეებისთვისაც. კერძოდ, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც წესებით განსაზღვრული 30 დღის ნაცვლად, მრიცხველის წაკითხვა ხდებოდა 31, 32 ან 33 დღეს და საფასურის დარიცხვაც ხდებოდა ტარიფის მაღალი საფეხურით, რაც რეგულაციის უხეში დარღვევაა. ამასთანავე, არაერთხელ მოგვმართეს პენსიონერებმა გადახდის ვადების ცვლილებაზე, რადგანაც კომპანიები ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ითხოვდნენ იმაზე ადრე, ვიდრე მათ ერიცხებოდათ პენსია. იყო შემთხვევები, როდესაც მათ გადაუხდელობის გამო თიშავდნენ ქსელიდან. იმის გარდა, რომ ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდნენ, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურთან ერთად, უწევდათ დამატებითი თანხის გადახდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე.


მრიცხველის წაკითხვის სისტემის ცვლილებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა ნაწილმა 2 ქვითარი მიიღო. როგორც თავიდანვე გვქონდა დაანონსებული მოსახლეობისათვის, 2 ქვითარი მხოლოდ ე.წ. გარდამავალ პერიოდს უკავშირდება. მომდევნო თვეებში მოქალაქეები მიიღებენ მხოლოდ ერთ ქვითარს“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.


(NS)


თეგები:
სემეკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up