სემეკმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი დააფუძნა

 სემეკმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი დააფუძნა

access_time2022-02-09 12:25:39

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელიზბარ ერისთავის სახელობის სასწავლო ცენტრი დააფუძნა. ცენტრის მიზანია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ხელი შეეწყოს საგანმანათლებლო დონისა და კვალიფიკაციის ამაღლებას დაინტერესებულ ჯგუფებში. 



სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს, რომ სასწავლო ცენტრში ტრენინგების გავლა შეეძლებათ სტუდენტებს, რეგულირებადი კომპანიების, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. ტრენინგები ჩატარდება ენერგეტიკის სექტორში არსებული ახალი საკანონმდებლო ბაზის, კომისიის ნორმატიული აქტების შემუშავების პრინციპების, სატარიფო პოლიტიკის, სამართლებრივი და ეკონომიკური მიზნების, დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის, ახალი ბაზრის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების, ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის მნიშვნელობის შესახებ.




„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო ცენტრის დაფუძნება. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სემეკს მიენიჭა საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება. შესაბამისად, დავაარსეთ ბატონი ელიზბარ ერისთავის, აკადემიკოსის, სემეკის პირველი თავმჯდომარის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი.  სასწავლო ცენტრის საქმიანობა განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია ახალი ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების პროცესში. სემეკს დღეისათვის გააჩნია კვალიფიციური ცოდნა არსებული საკვანძო საკითხების შესახებ. გარდა ამისა, სემეკის თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტები, რომლის გაზიარებაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის. კომისიისათვის მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულმა პირებმა სასწავლო ცენტრის ფარგლებში მიღებული ცოდნა გამოიყენონ შემდგომ საქმიანობაში.  სასწავლო ცენტრის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა პროექტი. ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ენერგეტიკული თემატიკის, ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება სასკოლო ასაკის ბავშვებში,“  - განაცხადა სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ.



სასწავლო ცენტრს უხელმძღვანელებს ნუგზარ ბერიძე. იგი არის  ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  70-მდე სამეცნიერო ნაშრომის, პატენტისა და საავტორო მოწმობის ავტორი. სხვადასხვა პერიოდში ნუგზარ ბერიძე ეწეოდა  სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძისა და ქუთაისის „აკაკი წერეთლის“ უნივერსიტეტებში. 1996-2006 წლებში აგრარულ უნივერსიტეტში იგი იყო  სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის დირექტორი. ნუგზარ ბერიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტს. 


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up