სემეკს, ენერგოომბუდსმენსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სემეკს, ენერგოომბუდსმენსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2021-08-23 15:45:53

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), ენერგოომბუდსმენის სამსახურსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. სემეკ–ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.


სემეკ–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მემორანდუმის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა. მხარეთა შეთანხმებით, შეიქმნება  ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოქალაქეების სამომხმარებლო ცოდნის ამაღლებას.   



მემორანდუმის ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახური განახორციელებს სამართლებრივ კონსულტაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებისათვის, იურიდიულ ბიუროებსა და საკონსულტაციო ცენტრებში გამოყოფს შეხვედრების სივრცეს ენერგოომბუდსმენისა და სემეკის მიერ მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევის მიზნით. თავის მხრივ, სემეკი და ენერგოომბუდსმენის სამსახური უზრუნველყოფენ  იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ინფორმაციის პერიოდულ მიწოდებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული რეგულაციებისა და პრაქტიკის შესახებ, რაც სამსახურს გაუმარტივებს პროფესიული კონსულტაციებისა და რჩევების გაცემას. 


„სემეკმა დაიწყო აქტიური მუშაობა რეგიონებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მომხმარებელთა ინფორმირებისა და ცოდნის ამაღლების კუთხით. აუცილებელია, რომ მომხმარებელმა იცოდეს თავისი უფლებები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან გადაცდომებისა და დარღვევების ფაქტებს. ჩვენ მიერ წარმოებული კვლევის მიხედვით, რეგიონის მოსახლეობამ ნაკლებად იცის ენერგოომბუდსმენისა და სემეკის შესახებ, როცა ირღვევა მათი უფლებები, არ იციან ვის მიმართონ. შესაბამისად, აუცილებელია როგორც ჩვენი საინფორმაციო აქტივობები რეგიონებში, ასევე თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ვფიქრობ, მემორანდუმის ფარგლებში მხარეთა თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up