გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი? - სხდომა სემეკ-ში

გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი? - სხდომა სემეკ-ში

access_time2022-07-07 19:00:43

დღეს, სემეკ-მა მორიგ საჯარო სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, სამომხმარებლო ტარიფების თემაც განიხილა. 


კონკრეტულად კი, კომისიის გადაწყვეტილებით, დაიწყო საჯარო-ადმინისტრაციული წარმოება შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“ და შპს „თელავგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით. მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 4 აგვისტო, ხოლო დადგენილებების გამოცემის ვადად, 13 დეკემბერი.

 

როგორც  სემეკ-ში „კომერსანტს“ განუცხადებს, ტარიფი შენარჩუნდება, ამ ეტაპზე მისი შეცვლა არ იგეგმება.

 


„ამ ეტაპზე, კომისიას მოლოდინი აქვს რომ, თუ რაიმე რადიკალური ცვლილება არ მოხდება, ტარიფი შენარჩუნება“, -  აცხადებენ სემეკ-ში.


ამ საკითხზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამაც, სემეკ-ის სხდომამდე ერთი დღით ადრე მედიასთნ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ტარიფების ზრდას არ ელოდება.


 „ამის მოლოდინი არ გვაქვს, რადგან სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ტარიფებზე, არ გაუარესებულა, მათ შორის არც სავალუტო კურსი, არც ისეთი ფაქტორები, რაც გვიბიძგებს, დავიწყოთ მუშაობა ტარიფების ზრდაზე. ელექტროენერგიის ტარიფი დამოკიდებულია იმპორტის მოცულობაზე, ვალუტის კურსზე, რადგან ჩვენს სამომხმარებლო კალათაში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს იმპორტის მაჩვენებელს, ასევე სექტორში განხორციელებულ ინვესტიციებზეა დამოკიდებული. გაზის ტარიფი პირდაპირ კურსზეა დამოკიდებული, თუმცა, როცა ჩვენ დავადგინეთ, მაშინაც საკმაოდ მაღალი იყო ვალუტის კურსი ერთი მხრივ, მეორე მხრივ, გაზის მოხმარების მოცულობა გაზრდილია, შესაბამისად, ეს პირიქით მოქმედებს, ანუ ტარიფზე ზეწოლას ამსუბუქებს. წყალმომარაგების ტარიფები 2023 წლის ბოლომდე გვაქვს დადგენილი და ამას გეგმურად ისედაც არ უწევს გადახედვა, არც არაგეგმურ გადახედვაზე გვაქვს განაცხადი მიღებული. ამიტომ, ტარიფებთან დაკავშირებით ვართ მშვიდად“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.


თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
სემეკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up