სემეკში ევროკავშირის პროექტი „განახლებადი ენერგიის რეგულირება საქართველოში“ დაიწყო

სემეკში ევროკავშირის პროექტი „განახლებადი ენერგიის რეგულირება საქართველოში“ დაიწყო

access_time2021-09-08 14:00:18

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის მიერ 1 500 000 ევროთი დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-4 პროექტი - „განახლებადი ენერგიის რეგულირება საქართველოში“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.


სემეკის ცნობით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება სატარიფო სისტემის რეფორმის საფუძველი გადაცემისა და განაწილების სისტემის ოპერატორებისათვის ტარიფების გაანგარიშების მიზნით, შეიქმნება საცალო ბაზრებზე წამახალისებელი სქემები მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისათვის, შემუშავდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ჩარჩო, ყურადღება გამახვილდება განახლებადი ენერგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით სემეკის როლის გაძლიერებაზე.


მარეგულირებლის ცნობით, პროექტის გახსნის ცერემონია დისტანციურად გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სემეკის, საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.



ღონისძიებაზე მთავარი მოხსენებით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, ასევე ავსტრიისა და გერმანიის მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა, რომელიც პროექტს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან.




მე-4 დაძმობილების პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიების განვითარების პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგებით. პროექტის ხანგრძლივობაა 27 თვე და ხორციელდება ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების (E-Control) მიერ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოსთან (BNetzA) თანამშრომლობით. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).


„ევროკავშირი სიამაყით უჭერს მხარს თვინინგის ახალ პროექტს, რომელიც ევროკავშირის გამოცდილებისა და სტანდარტების საფუძველზე დახმარებას უწევს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ენერგეტიკის ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესების პროცესში. ჩვენი წარმატებული, გრძელვადიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით, ავსტრიელი, გერმანელი და სხვა ევროპელი ექსპერტები იმუშავებენ ქართველ კოლეგებთან ერთად განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის მიმართულებით, რათა მოხდეს ქართველი მომხმარებლისთვის სუფთა და კონკურენტული ფასის მქონე ენერგიის მიწოდება.” – განაცხადა სიგრიდ ბრეტელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა პროექტის გახსნის ცერემონიაზე.



„მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების მნიშვნელობას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ დაძმობილების პროექტის სპეციფიკა ითვალისწინებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი მსგავსი ტიპის ორგანიზაციების მიერ, პროექტის ფარგლებში ჩვენს მიერ შეძენილი გამოცდილება ემყარება არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისით ხდება თითოეული საკითხისა თუ პრობლემის შესწავლა. ამ ინსტრუმენტის მნიშვნელობას სემეკისათვის ადასტურებს ისიც, რომ ეს პროექტი უკვე მეოთხე დაძმობილების პროექტია, რომელსაც სემეკი ახორციელებს. მისი წარმატებით განხორციელების მოლოდინი მაქვს“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.



„როგორც პროექტის ლიდერი საქართველოს მხრიდან, მოხარული ვარ, რომ გუნდში საკმაოდ გამოცდილი ექსპერტები გვყავს, რაც უმთავრესია ნებისმიერი პროექტის წარმატებისათვის - ავსტრიის მარეგულირებელი -E-Control-ი კიდევ ერთხელ ჩვენი მთავარი პარტნიორია და გერმანიისა და ლიტვის მარეგულირებელი ორგანოს ექსპერტებთან ერთად გვეხმარება ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებაში. დაძმობილების მე-4 პროექტის თემატიკაა ქსელური ტარიფების მეთოდოლოგიები, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა მარეგულირებლის უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნული საკითხები უმნიშვნელოვანესია ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესში“, - განაცხადა სემეკის წევრმა და პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი ფანგანმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up