სემეკში განხორციელებული ტვინინგის პროექტის  დახურვის ღონისძიება გაიმართა

სემეკში განხორციელებული ტვინინგის პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა

access_time2023-04-20 14:36:08

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ)  ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე ტვინინგის პროექტი -  „მწვანე ენერგიის რეგულირება საქართველოში“ დასრულდა. ღონისძიება გახსნეს სემეკის წევრმა, პროექტის ლიდერმა საქართველოს მხრიდან, გიორგი ფანგანმა და  პროექტის ლიდერმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან, დიტმარ პრეინსტორფერმა. მათ ხაზი გაუსვეს პროექტის მიღწევებსა და ეფექტიან შედეგებს.


ღონისძიებაზე ძირითადი მოხსენებით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია.


 სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.


„ბოლო 10 წლის განმავლობაში, ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში არაერთი უმსხვილესი პროექტი განხორციელდა, რომლებიც დაგვეხმარა კომისიის საქმიანობის გაუმჯობესებაში სხვადასხვა მიმართულებით. დაძმობილების პროგრამის ფარგლებში სემეკმა შეიმუშავა სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლის საფუძველზეც  მიმდინარეობს გამჭვირვალე და სამართლიანი ტარიფების დადგენა, შემუშავდა ბაზრის მონიტორინგისა და აუდიტის წესები, განხორციელდა ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი და შემუშავდა ჭკვიანი აღრიცხვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის პროექტი,  შემუშავდა დიგიტალიზაციის სტრატეგიის პროექტი.   გარდა ტვინინგის პროექტებისა, სემეკში, ევროკავშირის დაფინანსებით სხვა პროგრამებიც ხორციელდება. მათ შორის,  იწყება ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის პროგრამა (TAIEX), რომელიც სემეკს დაეხმარება ელექტროენერგიის დამგროვებელი ბატარეების დანერგვასა და რეგულაციებში, რასაც დადებითი ეფექტი ექნება ელექტრული ქსელის საიმედოობის გაუმჯობესების კუთხით.  ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა  ევროკავშირის პროექტების ფარგლებში გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი იქნება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.


სემეკის წევრმა და პროექტის ლიდერმა საქართველოს მხრიდან, გიორგი ფანგანმა დადებითად შეაფასა რიგით მე-4  ტვინინგის პროექტის მიმდინარეობა  სემეკში და ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.


„საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ფუნდამენტური რეფორმა ხორციელდება, რომლის მიზანია ქართული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. სემეკი მუდმივად აუმჯობესებს რეგულაციებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველაზე მიმზიდველი მარეგულირებელი გარემო როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის წამყვანი ორგანიზაციების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს ასეთი შესაძლებლობისთვის, რომელსაც სემეკი ღებულობს როგორც ტვინინგის პროექტების, ასევე სხვა ინსტრუმენტების დახმარებით“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.



 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან პროექტის ლიდერის დიტმარ პრეინსტორფერის თქმით, პროექტს აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები ყველა კომპონენტში.


„პროექტის ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ვმუშაობდი შესანიშნავ ექსპერტებთან ერთად სხვადასხვა ორგანიზაციებიდან.  მოვახერხეთ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ქსელური ტარიფების, მოთხოვნის მართვისა და განახლებადი ენერგიების რეგულირების საკითხებზე. მინდა მადლობა გადავუხადო სემეკის მენეჯმენტს და ყველა ექსპერტს შეტანილი წვლილისთვის“, - აღნიშნა დიტმარ პრეინსტორფერმა,


ღონისძიებაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ავსტრიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩმა საქართველოში თომას მულმანმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სრულფასოვანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა კატალინ გერმანმა. მათი თქმით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტი წარმატებით დასრულდა და სემეკის მხარდაჭერით  მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.


ევროკავშირის მიერ 1, 500 000 ევროთი დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-4 პროექტის - „მწვანე  ენერგიის რეგულირება საქართველოში“ მიზანს წარმოადგენდა განახლებადი ენერგიების განვითარების პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგებით. პროექტის ხანგრძლივობა იყო 27 თვე, რომელიც განხორციელდა ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების (E-Control) მიერ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოსთან (BNetzA) თანამშრომლობით. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).

 

 

 

 

 (R)

 

 


თეგები:
სემეკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up