სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

access_time2023-04-05 15:41:39

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ ცენტრის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და ისაუბრა როგორც განხორციელებულ, ასევე  მიმდინარე პროექტებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრები. ღონისძიება გახსნა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

 

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის ნუგზარ ბერიძის თქმით, ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი  გაზისა  და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

„ცენტრის დაარსებიდან დღემდე ხორციელდება როგორც საგანმანათლებლო, ასევე კვლევით პროექტები, რაც დადებით შედეგს იძლევა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ცნობიერების ამაღლებაში. დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა ის გამოწვევები, რომელთა დაძლევაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები პარტნიორ ორგანიზაციებთან და განხორციელდა ერთობლივი პროექტები. მიმდინარე წლის განმავლობაშიც ვგეგმავთ პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების, პროგრამების განხორციელებას, საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, აქტიური საკონსულტაციო საქმიანობის წარმოებას ენერგეტიკულ ობიექტებში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით’, - აღნიშნა ნუგზარ ბერიძემ.  

 


დავით ნარმანიამ დადებითად შეაფასა ცენტრის საქმიანობა, მისი თქმით, ცენტრის ფარგლებში საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების  განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესში.

 

„სემეკმა ერთი წლის წინ დააფუძნა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი.  ჩვენი მიზანი იყო, რომ კიდევ უფრო აქტიური გამხდარიყო კომისიის მიერ რეგულირებადი სექტორების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა. სემეკის თანამშრომლებს, რომლებიც ცენტრში მიმდინარე სასწავლო კურსების ფარგლებში ატარებენ ტრენინგებს,  აქვთ პროფესიული კომპეტენციები, კვალიფიციური ცოდნა არსებულ საკვანძო საკითხებზე როგორც ენერგეტიკის, ასევე წყალმომარაგების მიმართულებით. გარდა ამისა, სემეკის წარმომადგენლები იკავებენ წამყვან პოზიციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის  გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი, საინტერესოა როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დასაქმებული პირებისთვის, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. ცენტრში  დღესაც მიმდინარეობს სასწავლო კურსები და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება ცენტრის საქმიანობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.   



(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up